მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად" - პარლამენტმა ბიუჯეტის აუდიტის ანგარიში განიხილა
"საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად" - პარლამენტმა ბიუჯეტის აუდიტის ანგარიში განიხილა

"საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად" - პარლამენტმა ბიუჯეტის აუდიტის ანგარიში განიხილა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 00:26|bm.ge

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციების 2024 და 2025 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტების შედეგები განიხილა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ და აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელმა პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, აუდიტის სამსახურმა მსგავსი ტიპის კონსოლიდირებული ანგარიში პირველად მოამზადა, რაც მანამდე არსებული ინდივიდუალური უწყებრივი აუდიტებისგან განსხვავებით, ევროპის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს.

„ჩვენ დღემდე შესაბამისობის, ფინანსურ და ეფექტიანობის აუდიტებს ვიხილავდით. ახლა დაგვემატა სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებული აუდიტის ანგარიშის განხილვა. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს, ბიუჯეტს შევხედოთ კომპლექსურად, გვქონდეს სრული სურათი ბიუჯეტის მართვის ზოგად ტენდენციებსა და რეალურ მდგომარეობაზე. აღნიშნული პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საერთაშორისო რეიტინგების გაუმჯობესებას“, - განაცხადა კვიჟინაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კეკელიშვილმა შეხვედრაზე განმარტა, რომ ფინანსური აუდიტი ძირითადად მოიცავდა ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საკითხებს, ასევე შიდა კონტროლის გარემოს შეფასებას.

მისი თქმით, ჩატარებული აუდიტის შედეგად გაიცა მოდიფიცირებული მოსაზრებები. მიგნებები 10 სამინისტროსა და მათ დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ეხება და ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

• ფინანსური აქტივები და ვალდებულებები - მათ შორის, ისეთი აქტივები და ვალდებულებები, რომელთა სისწორესა და შეფასებაზე რწმუნება ვერ იქნა მიღებული, აგრეთვე სახელმწიფო საწარმოებში არსებული წილების აღრიცხვის ხარვეზები; • არაფინანსური აქტივები - მათ შორის აღურიცხავი არაფინანსური აქტივები; • შემოსავლები და ხარჯები - აღრიცხვის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები; • ზოგადი კონტროლის მექანიზმები.

აუდიტის შედეგად სულ გაცემულია 49 რეკომენდაცია. მომხსენებლის განმარტებით, ზოგ შემთხვევაში რეკომენდაცია ახლად არ გაცემულა, ვინაიდან წინა წლების აუდიტის ფარგლებში გაცემულ მითითებებს დამტკიცების ეტაპზე ჯერ კიდევ ჰქონდა სტატუსი მიმდინარე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

სუვერენული ფონდების აქტივები 2030 წლისთვის თითქმის 50%-ით, $22.4 ტრილიონამდე გაიზრდება

BM.GE

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

ევროკავშირმა ბოლო 10 თვეში რუსეთისაგან $9.6 მილიარდის LNG შეიძინა

BM.GE

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

Reuters-ის ინფორმაციით, Nvidia-ს ყოფილ გენერალურ დირექტორს კიდევ ერთ თანამშრომელთან ჰქონდა რომანტიკული ურთიერთობა

BM.GE

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

აჭარის ნარჩენების მართვის პროექტის დაფინანსება 11-ჯერ იზრდება - როდის ამოქმედდება ახალი ნაგავსაყრელი?

BM.GE