
სასკოლო ფორმების ბიუჯეტი 2027 წელს ₾15.5 მილიონამდე მცირდება
2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2027 წელს სასკოლო ფორმებისთვის 15.5 მილიონი ლარი დაიხარჯება.
საქმე ის არის, რომ საჯარო სკოლებში სასკოლო ფორმის ტარების სავალდებულო წესის ამოქმედების ფონზე, განათლების სამინისტროს დაქვემდებარებულმა შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ ფორმების შესყიდვაზე ხელშეკრულება ჩინურ შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“ მაისში გააფორმა.
შესყიდვის ფარგლებში, სამინისტრომ ჯამში 1 801 000 სასკოლო ფორმა შეუკვეთა, რომელთა საერთო ღირებულებაც 45 658 840 ლარს შეადგენდა.
ამიტომ, უცნობია, რის ხარჯზე მცირდება ბიუჯეტი. bm.ge შესაბამისი კითხვებით უწყებას დაუკავშირდება.
ასიგნებების თავის მიხედვით კი, საგანმანათლებლო რესურსებით აღჭურვის პროგრამის სრული ბიუჯეტი 158.2 მილიონი იქნება.
საჯარო სკოლების პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის ფორმების ტარება სწორედ მიმდინარე წლიდან გახდა სავალდებულო. აღნიშნული ცვლილება „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გამოცხადებული „განათლების რეფორმის“ ნაწილს წარმოადგენს და ინიციატივა პირადად პრემიერ კობახიძეს ეკუთვნის.
BM.GE
წყარო: bm.ge