მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე
სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

სასტუმროების დატვირთვა გაზრდილია, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებულია - ქეთი ამირბარი ტენდენციებზე

BM.GE2 სექტემბერი, 2026, 01:00|bm.ge

სასტუმროების დატვირთულობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია და სექტორის საერთო სურათის მიღმა მნიშვნელოვანი რეგიონული სხვაობებიც იკვეთება.

როგორც BMGTV-ის გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმარმასპინძლობის სააგენტო „ამირბარის“ მმართველმა პარტნიორმა ქეთი ამირბარმა განაცხადა, სასტუმროს ბიზნესის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული როგორც კონკრეტულ რეგიონზე, ისე სასტუმროს კონცეფციასა და მის სამიზნე სტუმარზე. ამის შესახებ მან ზაფხულის ტურისტული სეზონის შეფასებისას განაცხადა.

„სასტუმროებზე მოთხოვნის ზრდა აისახება სტატისტიკაში, მაგრამ რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვანია რა ტიპის სტუმარი ჩამოდის და თვითონ სად ხარჯავს ის ფულს. ასე არის ბათუმშიც, თბილისშიც და კახეთშიც, რადგან ეს სამი ძირითადი რეგიონი კონცეპტუალურადაც და სეგმენტითაც განსხვავდება და მათი სტუმარიც განსხვავებულია“, - განაცხადა მან.

ქეთი ამირბარმა დედაქალაქში სასტუმრო სექტორის ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისში სასტუმროების დატვირთულობა შედარებით სტაბილურია.

„თბილისში, საშუალო დატვირთულობა სტაბილურია, რადგან თბილისი რამდენიმე მიმართულებას და სეგმენტს ეხება. ვისაც ქალაქის დათვალიერება უნდა, დროებით არის გაჩერებული და ყველა ტურისტს, იქნება ეს მოგზაურობა ბიზნესის თუ დასვენების კუთხით, უწევს თბილისში გაჩერება. შესაბამისად, სეზონურობით არ გამოირჩევა“, - აღნიშნა ამირბარმა.

რაც შეეხება ბათუმს, მისი თქმით, ზღვისპირა ქალაქში დატვირთულობა განსაკუთრებით მაღალია სეზონზე, თუმცა ბაზარზე სურათი სასტუმროების მიხედვით განსხვავდება.

„არის სასტუმროები, სადაც რამდენჯერმე პირადად მინდოდა ჯავშნის გაკეთება, ვერ შევძელი, იმიტომ, რომ მუდმივად გაყიდულია, მაგრამ არის სასტუმროები, სადაც ასე თუ ისე არის ადგილები. შესაბამისად, მენეჯმენტზე და კონცეფციაზე, ანუ რა ტიპის სასტუმროა, ძალიან ბევრია დამოკიდებული“, - განაცხადა მან.

სტუმარმასპინძლობის სააგენტო „ამირბარის“ მმართველმა პარტნიორი ცალკე გამოყოფს კახეთის სასტუმროებს, რომლებიც თავისი სპეციფიკით უნიკალურია. რეგიონში სასტუმროების მოთხოვნას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ღვინის ტურიზმი და გასტრონომიული მიმართულება. მისი თქმით, კახეთში საერთო ზრდის მიუხედავად, ყველა სასტუმრომ ვერ შეძლო იმ დატვირთვით მუშაობა, რისი პოტენციალიც ჰქონდა.

„კახეთის ბაზარი უნიკალურია. არის კონცეპტუალური, ღვინის ტურიზმი, გასტრონომია. აქაც არიან სასტუმროები, რომლებმაც ვერ შეძლეს იმ დატვირთულობის მიღება, რაც შეეძლოთ მიეღოთ. აქ უკვე სხვა პრობლემები და სხვა გამოწვევები იჩენს ხოლმე თავს“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ტურისტების მხარჯველუნარიანობას, ამირბარის შეფასებით, ხარჯები სულ უფრო მეტად ნაწილდება სხვადასხვა ობიექტსა და გამოცდილებაზე. მისი თქმით, სტუმარი თანხას იმ ადგილებში ხარჯავს, სადაც მისთვის განსხვავებული, ავთენტიკური გამოცდილებისა და მომსახურების მიღებაა შესაძლებელი.

საერთაშორისო ბაზრების კუთხით კი, ამირბარი განსაკუთრებით სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და ისრაელიდან ჩამომსვლელების ზრდაზე მიუთითებს. მისივე თქმით, იზრდება ევროპული ბაზარიც, თუმცა კონკრეტული ბაზრები სხვადასხვა ტიპის სასტუმროებსა და ობიექტებს ირჩევენ.

„მოლოდინი საკმაოდ კარგი არის. რეგიონებსაც გამოარჩევს, განსაკუთრებით სეგმენტით გამოირჩევა გალფი, მაგალითად ისრაელი, რომლების ზრდაც შეინიშნება. ევროპის ზრდაც შეინიშნება, რომლებიც კონკრეტულ სასტუმროებში დადიან. შესაბამისად, აქაც მოლოდინები ცუდი არ არის“, - განაცხადა ქეთი ამირბარმა.

მისივე შეფასებით, სექტორის შემდგომი ზრდისთვის მნიშვნელოვანია კერძო და საჯარო სექტორების კოორდინაცია და ერთობლივი აქტივობების განხორციელება. „მთავარი არის ჩართულობა. უბრალოდ კერძო სექტორი მარტო ამას ვერ შეძლებს, სახელმწიფოსთან ერთად აქტივობების ჩატარება მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მოლოდინები დიდი არის“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ აფასებს სკოტ ბესენტი სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე არსებულ ვითარებას?

როგორ აფასებს სკოტ ბესენტი სახაზინო ობლიგაციების ბაზარზე არსებულ ვითარებას?

BM.GE

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

რკინიგზამ 6 თვეში 6.9 მლნ ტონა ტვირთი გაატარა - შემოსავალი 3.8%-ით, მოგება კი 60.7%-ით გაიზარდა

BM.GE

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობი სრულად ჩაანაცვლა - "ბლექ სი პეტროლიუმის" განცხადება

BM.GE

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

"მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე შეცდომები დაუშვა, რომ მისი პოლიტიკიდან წასვლა გამოიწვია" - ღარიბაშვილი

BM.GE