მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სასტუმროს კომფორტი სახლში: Marriott-მა ფუფუნების კლასის ავეჯისა და დეკორის ექსკლუზიური ონლაინ-მაღაზია გახსნა
სასტუმროს კომფორტი სახლში: Marriott-მა ფუფუნების კლასის ავეჯისა და დეკორის ექსკლუზიური ონლაინ-მაღაზია გახსნა

სასტუმროს კომფორტი სახლში: Marriott-მა ფუფუნების კლასის ავეჯისა და დეკორის ექსკლუზიური ონლაინ-მაღაზია გახსნა

BM.GE31 მაისი, 2026, 18:13|bm.ge

სასტუმროთა ქსელმა Marriott-მა ახალი ონლაინ დიზაინ-მაღაზია გახსნა, სადაც სასტუმროს სტილის ავეჯი, ხელოვნების ნიმუშები და დეკორია წარმოდგენილი. ეს მოგზაურებს საშუალებას აძლევთ, ფუფუნების გარემო საკუთარ სახლებში შექმნან და ამისთვის სასტუმროში დარეგისტრირება (check-in) საჭირო აღარ არის.

გასაყიდ ნივთებს შორისაა სხვადასხვა ფერის საწოლები, რბილი სკამები, ყვავილების პრინტიანი ხალიჩები, შუშის ლარნაკები, ორმაგი ფაქტურის მქონე ტუმბოები და წიგნის დამჭერები.

"მასპინძლობა აღარ მთავრდება სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ. დიზაინ-მაღაზია ასახავს იმას, თუ როგორ ვაფართოებთ ჩვენს სასტუმროებისა და მიმართულებების როლებს - ადგილებიდან, სადაც რჩებით, შთაგონების იმ წყაროებამდე, რომლით ცხოვრებასაც თავად ირჩევთ", - განაცხადა პროექტის დაწყებამდე პეგი როუმ, Marriott International-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და მომხმარებელთა მომსახურების მთავარმა ოფიცერმა.

W Hotels Living-ის კოლექცია ნიუ-იორკში ბაზირებულ Rockwell Group-თან თანამშრომლობით შეიქმნა და შთაგონებულია ბრენდის ახლახან გახსნილი ფლაგმანი სასტუმროთი, რომელიც ნიუ-იორკის უნიონ-სკვერზე მდებარეობს.

Rockwell-მა სასტუმროს რედიზაინიც შეიმუშავა და სწორედ ეს გამოცდილება გამოიყენა კოლექციის შესაქმნელად. მყიდველებს ონლაინ მაღაზიაში W-ს მდიდარი ტექსტურებითა და ტონებით შექმნილი შთამბეჭდავი ავეჯი, ასევე სკულპტურული განათება, ხელოვნების ნიმუშები და დახვეწილი ლანგრები ელით.

Westin Hotels and Resorts-ის კი კოლექცია ბრენდის ველნეს-ფილოსოფიას ასახავს. ეს ხაზი ნეიტრალურ ფერებზე, ბუნებრივ მასალებსა და მარადიულ სილუეტებზეა ფოკუსირებული, რომლებსაც დამამშვიდებელი აურა აქვთ.

გამორჩეულ ნივთებს შორისაა მინიმალისტური ხის ტუმბოები, ბუნების მოტივებზე შექმნილი ხალიჩები, დეკორატიული ბალიშები, ლანგრები და ლარნაკები.

ეს ორი კოლექცია მხოლოდ დასაწყისია. მასპინძლობის გიგანტი ასევე გამოუშვებს კონკრეტულ მიმართულებებზე (ქვეყნებზე/ქალაქებზე) თემატურად მორგებულ კოლექციებს. პროცესი ივნისში დაიწყება, როდესაც საფრანგეთის რივიერათი შთაგონებული სერია გამოვა. შემოდგომაზე კი ტოკიოს JW Marriott Hotel-ის გავლენით შექმნილი კოლექცია დაემატება.

დიზაინ-მაღაზია უკვე ხელმისაწვდომია მისამართზე MarriottBonvoyBoutiques.com. ფასები 56 დოლარიდან იწყება და 7 580 დოლარამდე აღწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • დაკავება ნარკოდანაშაულის საქმეზე - 30 წლის ქალის საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებმა 626 აბი "მეთადონი" ამოიღესრუსთავი 2
  • მუქარა არასრულწლოვანის მიმართ - ცნობილი TIK-TOK-ერის სახლში პოლიცია შევიდატვ პირველი
  • პენტაგონმა უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვის ბრძანება თეთრი სახლიდან მიიღოფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
სახლი →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE