მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სათამაშო ბიზნესის მოგება ₾1 მილიარდზე ნაკლებია - ასოციაცია
სათამაშო ბიზნესის მოგება ₾1 მილიარდზე ნაკლებია - ასოციაცია

სათამაშო ბიზნესის მოგება ₾1 მილიარდზე ნაკლებია - ასოციაცია

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 13:55|bm.ge

“₾3.5 მილიარდი - ეს არის აზარტული კომპანიების შემოსავალი 2025 წელს და არა ₾88 მილიარდი”- სათამაშო ბიზნესს ასოციაციის ხელმძღვანელი “საქსტატის” მონაცემებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის მონაცემს 12.2 მილიარდი ლარით აღემატება. წელს პირველ ნახევარში კი სექტორს 47.3 მილიარდი ლარის ბრუნვა უფიქსირდება.

როგორც ასოციაციის ხელმძღვანელი "საქმის კურსთან" ინტერვიუში განმარტავს, ბრუნვა არ ნიშნავს კომპანიის შემოსავალს. გიორგი მამულაიშვილი ასევე საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ აზარტული კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქცია (GGR) 2025 წელს 3.5 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც ხარჯებისა და 2 მილიარდამდე გადახდილი გადასახადების შემდეგ, სექტორში სუფთა მოგების სახით 1 მილიარდზე ნაკლები დარჩა.

“მე შემიძლია 1 ლარით შევქმნა 1 მილიონის ბრუნვა, მაგრამ ეს არ არის აზარტული კომპანიის შემოსავალი. აზარტული კომპანიის შემოსავალი გამოდის ის, რომ თუ წავაგებ, მე ეს 1 ლარი დარჩება. “საქსტატის” გვერდზე ასევე გარკვევით წერია, რომ 3.5 მილიარდი არის აზარტული კომპანიების შექმნილი პროდუქცია — ეს არის (GGR). GGR-ის მერე არსებობს ხარჯები: ხელფასები, სარეკლამო აქტივობა, ათასი სერვისები, ინტერნეტი და ა.შ მივდივართ ზუსტად იმ ციფრებამდე, რა ციფრებიც არის რეალურად აზარტული კომპანიების მოგება და არა 88 მილიარდი, როგორც გააჟღერეს არაერთმა ტელევიზიამ, არაერთმა ჩვენმა ოპონენტმა და გამოგვიყვანეს მონსტრად, რომელიც ერთ-ერთი მთლიანი ეკონომიკა გამოდის.

საქსტატის მონაცემებში სექტორის შემოსავალი შეადგენს 3.5 მილიარდს, რაც იყო 2025 წელს. განსხვავებული ციფრია 3.5 მილიარდი და 88 მილიარდი. საერთოდ ერთმანეთთან ახლოსაც ვერ მივა. შესაბამისად, არ არის ლამაზი ციფრებით მანიპულირება. ამ 3.5 მილიარდიდან, რაც არის საწყისი ამონაგები, მერეც საკმაოდ დიდი ხარჯები აქვს აზარტულ კომპანიებს. სუფთა მოგებაზე თუ გადავალთ, შეიძლება ითქვას, რომ მილიარდზე ნაკლები რჩება, იმიტომ რომ გადასახადებია და 2 მილიარდამდე გადავიხადეთ გადასახადები 2025-ში. ეს საკმაოდ დიდი ციფრია ბიუჯეტისთვის და არ არის პატარა ბიზნესი აზარტული თამაშების ბიზნესი, შესაბამისად საკმაოდ დიდ კონტრიბუციას აკეთებს როგორც ქვეყნის ბიუჯეტში, ასევე სხვა სფეროებში”,-აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 9 ამერიკელი ტუროპერატორი გაეცნო - GNTA

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 9 ამერიკელი ტუროპერატორი გაეცნო - GNTA

BM.GE

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა, 9 თვეში ჯამურად 7.4%-ით | საქსტატი

BM.GE

№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ

№21 საჯარო სკოლის მშობლები და მასწავლებლები შენობის ექსპერტიზის პროცესში გამჭვირვალობას ითხოვენ

BM.GE

"დარგი არ იმსახურებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს" – ნიკოლოზ ალავიძე აზარტული თამაშების ბიზნესზე

"დარგი არ იმსახურებს დამატებით საგადასახადო შეღავათებს" – ნიკოლოზ ალავიძე აზარტული თამაშების ბიზნესზე

BM.GE