
საწვავი კვლავ ძვირდება | სად რა ფასად იყიდით ბენზინს/დიზელს?
საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, საქართველოში საწვავის კვლავ ძვირდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედი ბრენდირებული გასამართი სადგურების ქსელებში, თითქმის ყველგან, სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 3-დან 16 თეთრამდეა გაზრდილი.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 17 სექტემბერს გაძვირდა. ერთკვირიან ჭრილში ბენზინი 6 თეთრით, ხოლო დიზელი 16 თეთრით გაძვირდა. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
• G-Force სუპერი - ₾4.49; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force პრემიუმი - ₾4.05; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.85; ზრდა - 6 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.85; ზრდა - 6 თეთრი; • G-Force ევრო დიზელი - ₾4.75, ზრდა - 16 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.65, ზრდა - 16 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი ბოლო 2 დღეში უკვე მეორედ დაკორექტირდა. ბენზინის ღირებულება 5 თეთრით, ხოლო დიზელის 15-16 თეთრით გაიზარდა.
დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
• A1 სუპერი 100 - ₾4.57, ზრდა - 5 თეთრი; • ეკო სუპერი - ₾4.47; ზრდა - 5 თეთრი; • ეკო პრემიუმი - ₾4.04; ზრდა - 5 თეთრი; • ეკო დიზელი - ₾4.66, ზრდა - 16 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾4.78, ზრდა - 16 თეთრი; • ევრო რეგულარი - ₾3.84; ზრდა - 5 თეთრი; • დიზელ ენერჯი - ₾4.59, ზრდა - 16 თეთრი;
Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 12 სექტემბერს გაძვირდა. ბოლო ერთ კვირაში ამ ქსელში საწვავი 15-20 თეთრით გაძვირდა.
დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
• სუპერი - ₾4.10; ზრდა - 20 თეთრი; • პრემიუმი - ₾3.90; ზრდა - 15 თეთრი; • რეგულარი - ₾3.75; ზრდა - 15 თეთრი; • ევრო დიზელი - ₾3.60, ზრდა - 15 თეთრი; • დიზელი - ₾4.45, ზრდა - 15 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 10 სექტემბერს დაკორექტირდა. შედეგად აგვისტოს შემდეგ ბენზინი და დიზელი 3-10 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
• ნანო სუპერი - ₾4.40, ზრდა - 10 თეთრი; • ნანო პრემიუმი - ₾3.95, ზრდა - 4 თეთრი; • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.75, ზრდა - 3 თეთრი; • ევრო 5 დიზელი - ₾4.48; ზრდა - 8 თეთრი; • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.58; ზრდა - 8 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
• Efix სუპერი - ₾4.50; • Efix ევრო პრემიუმი - ₾4.05; • ევრო რეგულარი - ₾3.84; • Efix ევრო დიზელი - ₾4.75; • ევრო დიზელი - ₾4.67;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
• Super ecto – ₾4.48; • Premium Avangard - ₾4.03; • Euro Regular - ₾3.83; • Euro Diesel - ₾4.76;
ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია "ვისოლში". მისი გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.
აგვისტოს დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის საწვავი 13-დან 71 თეთრამდეა გაძვირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge