მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა ფასების ზრდა კვლავ შესაძლებელია - ვახტანგ იობაშვილი
საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა ფასების ზრდა კვლავ შესაძლებელია - ვახტანგ იობაშვილი

საწვავის დეფიციტი მოსალოდნელი არ არის, თუმცა ფასების ზრდა კვლავ შესაძლებელია - ვახტანგ იობაშვილი

BM.GE5 ივნისი, 2026, 21:37|bm.ge

მიუხედავად გლობალური არასტაბილურობისა, საქართველოს საწვავის დეფიციტი არ ემუქრება, თუმცა ფასების კლების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელია - ამის შესახებ BMG-სთან ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი საუბრობს.

მისივე თქმით, ბოლო ორი კვირაა ბაზარი სტაბილურია, თუმცა ეს სტაბილურობა მაღალი ფასების ფონზე ნარჩუნდება.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში აბსოლუტურად სტაბილური ბაზარი გვაქვს. კი ძვირია, მაგრამ სტაბილურია. დეფიციტი არ შეინიშნება და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს ქვეყანას არასდროს დეფიციტი არ შეექმნება. ოღონდ, ამის გარანტიას ვერავინ მოგცემთ, რომ არ გაძვირდება ფასი. ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - აცხადებს იობაშვილი და აღნიშნავს, რომ ომის დაწყების შემდეგ, საქართველოში საწვავი საშუალოდ, 50-60 თეთრით გაძვირდა.

მისი განმარტებით, საწვავის ფასებს მსოფლიო ბაზარზე ძირითადად „ოპეკის“ (OPEC) ქვეყნები ადგენენ, საქართველო კი, როგორც პატარა ქვეყანა, სრულად არის დამოკიდებული გლობალურ კონიუნქტურაზე. როგორც იობაშვილი აცხადებს, ფასების მატებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჰორმუზის სრუტის ირგვლივ შექმნილი დაძაბულობა და რუსეთ-უკრაინის ომი, კერძოდ, რუსული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნების დაზიანება.

„როგორც კი ახალი დესტაბილიზაცია დაიწყება, ფასები ისევ შეიცვლება. ჩვენი საშველი იქნება მაშინ, როდესაც საკუთარი გადამმუშავებელი ქარხანა გვექნება“, - აცხადებს იობაშვილი.

კითხვაზე, თუ რა მოცულობის მარაგები აქვთ დარჩენილი იმპორტიორებს და რამდენად ხერხდება ამ მარაგების ხარჯზე ფასების შენარჩუნება, ვახტანგ იობაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დიდი რაოდენობით მარაგების დაგროვება რამდენიმე მიზეზით არის შეფერხებული, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა და ხარისხის შენარჩუნების საკითხი - საწვავი რეზერვუარში ხანგრძლივი შენახვისას ხარისხს კარგავს; დამატებითი რეზერვუარების მშენებლობა კი, დიდ კაპიტალდაბანდებას მოითხოვს.

თუმცა „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის თქმით, კომპანიები არსებულ მარაგებს ყოველ ორ კვირაში აახლებენ, რათა მომხმარებელს მუდმივად ახალი და ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდონ.

ამასთან, ვახტანგ იობაშვილის ცნობით, მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, საწვავზე მოთხოვნა არ შემცირებულა - პირიქით, ზაფხულის პერიოდში მოხმარების მატებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, ეს განპირობებულია როგორც შიდა ტურიზმით, ისე მზარდი ტრანზიტით, რომელიც ძირითადად დიზელის საწვავს მოიხმარს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE