მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის გაძვირება და ნედლეულის დეფიციტი აგროპროდუქტებს გააძვირებს - ბექა გონაშვილი
საწვავის გაძვირება და ნედლეულის დეფიციტი აგროპროდუქტებს გააძვირებს - ბექა გონაშვილი

საწვავის გაძვირება და ნედლეულის დეფიციტი აგროპროდუქტებს გააძვირებს - ბექა გონაშვილი

BM.GE10 აგვისტო, 2026, 14:00|bm.ge

ფერმერი ბექა გონაშვილი აგროპროდუქტებზე ფასების ზრდას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსული ხორბლის ჭარბი მარაგების გამო მარცვლეულზე დროებით დაბალი ფასებია, ფერმერი მიიჩნევს, რომ გლობალური ფაქტორები, საწვავის გაძვირება და ნედლეულის დეფიციტი პროდუქტებს გააძვირებს.

ფერმერის განმარტებით, რუსეთში საწვავის გაძვირების ფონზე, წესით, ხორბალიც უნდა გაძვირებულიყო, თუმცა, იქ საპირისპირო პროცესი მიმდინარეობს - რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვის გამო, ქვეყანაში შარშანდელი მოსავლის ჭარბი მარაგი დაგროვდა.

„რუსები თავიდან იშორებენ მარაგებს, ფასებს აგდებენ და ყიდიან, რათა ახალი მოსავლისთვის საწყობები გაათავისუფლონ. ეს ჩვენთვის გამოწვევაა. მოსავლის აღება რომ დაიწყო ჩვენთან, ზოგს ჯერ კიდევ არ ჰქონდა რეალიზებული მარცვლეული. მაისში, ფასები ყველაზე მეტად შემცირდა და 40 თეთრზე იყო ლამის ჩამოსული ხორბლისა და ქერის ფასი“ - აცხადებს გონაშვილი.

ამავე დროს, მისივე თქმით, საწვავის მაღალი ფასი ხვნა-თესვის პროცესს აძვირებს, რაც პირდაპირ აისახება შემდეგი წლის მოსავლის თვითღირებულებაზე.

რაც შეეხება ხორცს, ამ ეტაპზე ფასები სტაბილურია, თუმცა გონაშვილი ნელ-ნელა მათ გაძვირებას ელოდება. მისი თქმით, საქართველოში ხორცის ფასი არა ადგილობრივ მარცვალზე, არამედ რუსეთიდან და ბელარუსიდან შემოყვანილ ცოცხალ ნედლეულზე და იქ არსებულ ფასებზეა დამოკიდებული.

პარალელურად, მისივე თქმით, ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტი იკვეთება.

„დღეს საქართველოდან მოზარდი საქონლის ექსპორტი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, რაც ადგილობრივი სასუქი ფერმებისთვის ნედლეულის სიმცირეს იწვევს. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანაში გასასუქებელი საქონლის დეფიციტი იქნება და მთლიანად რუსულ ან ბელარუსულ ხორცზე გადასვლა მოგვიწევს,“ - აღნიშნავს ფერმერი.

მისივე თქმით, საინტერესო დინამიკაა ცხვრის ექსპორტის მიმართულებით. გაზაფხულის დღესასწაულების (აღდგომა, რამადანი) შემდეგ ფასებმა ოდნავ დაიწია, თუმცა ნოემბერი-დეკემბრიდან კვლავ ზრდაა მოსალოდნელი.

რუმინეთში გავრცელებული დაავადების გამო, არაბულმა ქვეყნებმა რუმინული ცხვრის შესყიდვა შეაჩერეს. ბექა გონაშვილი ფიქრობს, რომ ეს საქართველოსთვის შესაძლებლობაა, გაზარდოს მომართვიანობა არაბული ბაზრებიდან, თუმცა, ამ ეტაპზე ძირითადი საექსპორტო ნაკადები კვლავ აზერბაიჯანისკენ მიდის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხობში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის 11.4 კმ-იანი გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს - ბიუჯეტიდან ₾19.2 მლნ-ია გამოყოფილი

ხობში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის 11.4 კმ-იანი გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს - ბიუჯეტიდან ₾19.2 მლნ-ია გამოყოფილი

BM.GE

მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირები

მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირები

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE

10 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

10 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE