მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირები
მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირები

მიუხედავად ომისა, საქართველოდან ირანში ექსპორტი რეკორდულად, 629%-ით გაიზარდა - ეკონომიკური კავშირები

BM.GE10 აგვისტო, 2026, 13:32|bm.ge

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიაში საქართველოში დაფუძნებული კომპანია Shelbit Exchange შეიყვანა, რომელიც ირანულ უკანონო კრიპტო-ქსელებთან კავშირშია მხილებული. გამოძიებით ირკვევა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) კუთვნილი ციფრული მისამართებიდან Shelbit Exchange-ის ანგარიშებზე 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები გადაირიცხა, ხოლო კომპანიის მისამართებიდან IRGC-ის მიმართულებით ტრანზაქციებმა 2 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

BM.GE დაინტერესდა, საერთაშორისო სანქციებისა და ომის ფონზე, როგორია სავაჭრო ბრუნვის დინამიკა, საინვესტიციო გარემო და ტურისტული ნაკადები ორ ქვეყანას შორის.

საქსტატის მონაცემებით, მიუხედავად რეგიონში დაწყებული საომარი მოქმედებებისა და გეოპოლიტიკური რყევებისა, საქართველო-ირანს შორის ეკონომიკური კავშირები არათუ შემცირდა, არამედ ცალკეული მიმართულებებით მკვეთრი ზრდა აჩვენა.

სავაჭრო ბრუნვა

2026 წლის პირველ ნახევარში (იანვარი-ივნისი), საქართველო-ირანის საერთო სავაჭრო ბრუნვამ 231.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 139.1 მილიონ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, წლიური ზრდა 66%-ს შეადგენს.

ექსპორტი

კიდევ უფრო დრამატული ცვლილება საექსპორტო მაჩვენებლებში ფიქსირდება. 2026 წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან ირანში 106.8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქცია გავიდა, რაც 629%-ით, ან 7.3-ჯერ აღემატება 2025 წელს ამავე ქვეყანაში გაგზავნილი საექსპორტო პროდუქციის ღირებულებას.

• 2025 (იანვარი-ივნისი): 14.6 მლნ დოლარი; • 2026 (იანვარი-ივნისი): 106.8 მლნ დოლარი.

ირანში ექსპორტირებული TOP 10 პროდუქტი (2026 წელი, 6 თვე)

საქონელი ათასი აშშ დოლარი მსუბუქი ავტომობილები 89 307.9 ფეროშენადნობები 6 981.9 ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი 2 825.0 პოლიმერები პროპილენისა ან სხვა ოლეფინებისა, პირველადი ფორმებით 1 318.3 სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან 1 162.4 ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები 853.5 ქერი 833.2 ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი 470.4 შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები 335.9 სიმინდი 292.1

იმპორტი

ექსპორტისგან განსხვავებით, ირანული პროდუქციის იმპორტი საქართველოში სტაბილურობას ინარჩუნებს. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ირანიდან 124.5 მილიონი აშშ დოლარის საქონელი შეიძინა, რაც 2025 წლის მაჩვენებლის იდენტურია.

ირანიდან იმპორტირებული TOP 10 პროდუქტი (2026 წელი, 6 თვე)

საქონელი ათასი აშშ დოლარი მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი 13 405.0 ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში 8 702.6 წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე 7 734.5 წნელები ცხლად ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან თავისუფლად დახვეულ ბუხტებად 7 475.4 ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან 6 219.0 კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან 6 172.5 პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით 5 642.1 მინა თერმულად გაპრიალებული და მინა მქრქალი ან გაპრიალებული ზედაპირით 4 258.7 ტომრები და პაკეტები შესაფუთი 4 041.0 ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები 3 457.2

ბოლო წლებში ირანთან ვაჭრობა მზარდი ტენდენციით ხასიათდება:

• 2020 წელი: 74.3 მლნ დოლარი; • 2021 წელი: 171.4 მლნ დოლარი; • 2022 წელი: 261.0 მლნ დოლარი; • 2024 წელი: 321.8 მლნ დოლარი; • 2025 წელი: 290.6 მლნ დოლარი.

მიმდინარე წლის 28 თებერვალს დაწყებული ომის მიუხედავად, თვიური იმპორტის მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური არხები სტაბილურად მუშაობს. თებერვალში იმპორტმა 21.7 მლნ დოლარი შეადგინა. მარტში, აპრილსა და მაისში მცირედი მერყეობა შეინიშნებოდა (21.5 - 20.9 - 19.9 მლნ დოლარი), თუმცა ივნისში მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა და 21.7 მილიონ დოლარს დაუბრუნდა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საომარმა მდგომარეობამ ორ ქვეყანას შორის ვაჭრობაზე კრიტიკული გავლენა ვერ მოახდინა.

ტურიზმი

ირანიდან ვიზიტორების სტატისტიკაში 2026 წლის პირველ ნახევარში დრამატული კლება ფიქსირდება. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტების რაოდენობა 48.7%-ით შემცირდა - თუ გასული წლის პირველ 6 თვეში საქართველომ 57,292 ირანელი ვიზიტორი მიიღო, წელს ეს მაჩვენებელი 29,397-მდე დაეცა.

ირანიდან ვიზიტორების რაოდენობამ 2019 წლის პიკური ნიშნულიდან (142 ათასი) პანდემიის გამო 2020-2021 წლებში კრიტიკულ მინიმუმამდე (17-18 ათასი) იკლო, რის შემდეგაც 2022 წლიდან დინამიკური აღდგენა დაიწყო (103 ათასი) და 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმს - 145.7 ათას ვიზიტორს მიაღწია.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

2026 წლის პირველი კვარტალი ირანული ინვესტიციებისთვის უარყოფითი მაჩვენებლით გამოირჩეოდა და -205.5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა, რაც კაპიტალის გადინებაზე მიუთითებს. თუმცა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, როდესაც გადინება გაცილებით მასშტაბური იყო და -580.8 ათას დოლარს აღწევდა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უარყოფითი ბალანსი თითქმის 65%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ზოგად ტენდენციას, ირანიდან შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არასტაბილურობით ხასიათდება. თუ 2024 წელი ჯამურად უარყოფითი მაჩვენებლით (-652.3 ათასი დოლარი) დაიხურა, 2025 წელს სიტუაცია მცირედით გამოსწორდა და პოზიტიურ ნიშნულზე (363.7 ათასი დოლარი) გადავიდა, თუმცა 2026 წლის დასაწყისი კვლავ კაპიტალის გადინების რეჟიმშია.

ფულადი გზავნილები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ირანიდან საქართველოში ოფიციალური ფულადი გზავნილების მიღება 2024 წლის შემდეგ პრაქტიკულად ფიქსირდება და სტატისტიკურად ნულოვან მაჩვენებელზეა.

ეს გამოწვეულია იმით, რომ მკაცრი საერთაშორისო სანქციებისა და SWIFT სისტემიდან ირანული ბანკების გამოთიშვის გამო, ოფიციალური და სწრაფი საბანკო სისტემებით ოპერირება შეუძლებელია. შესაბამისად, ისეთი სისტემები, როგორიცაა Western Union, MoneyGram ან პირდაპირი SWIFT გადარიცხვა, ირანის მიმართულებით არ მუშაობენ, რაც ოფიციალურ სტატისტიკაში ფულადი ნაკადების ასახვას გამორიცხავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 192 სტატია.

  • ჯეი დი ვენსი: ახლა ვცდილობთ დავადგინოთ, მზადაა თუ არა ირანი გრძელვადიანი ცვლილებებისთვის, რაც შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დალაგების უმთავრესი პირობააიმედი
  • აშშ-ის სენატმა რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი მიიღოფორმულა
  • ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის სრულად მოხსნა და უარი ბირთვულ შეიარაღებაზე - რა შემთხვევაში შეწყვეტს აშშ ირანთან ომსტვ პირველი
  • "ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის რეალური შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება შეთანხმება გაფორმდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზეც" - დონალდ ტრამპირუსთავი 2
ირანის →ომის →

მსგავსი სტატიები

„საქართველოს გზების ოპერატორი“ - მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა

„საქართველოს გზების ოპერატორი“ - მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა

BM.GE

ხობში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის 11.4 კმ-იანი გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს - ბიუჯეტიდან ₾19.2 მლნ-ია გამოყოფილი

ხობში, თბილისი–სენაკი–ლესელიძის 11.4 კმ-იანი გზის პერიოდული შეკეთება მიმდინარეობს - ბიუჯეტიდან ₾19.2 მლნ-ია გამოყოფილი

BM.GE

საწვავის გაძვირება და ნედლეულის დეფიციტი აგროპროდუქტებს გააძვირებს - ბექა გონაშვილი

საწვავის გაძვირება და ნედლეულის დეფიციტი აგროპროდუქტებს გააძვირებს - ბექა გონაშვილი

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE