მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საწვავის გაძვირების გამო საზღვაო გადაზიდვებზე ახალი, დამატებითი გადასახადები დაწესდა
საწვავის გაძვირების გამო საზღვაო გადაზიდვებზე ახალი, დამატებითი გადასახადები დაწესდა

საწვავის გაძვირების გამო საზღვაო გადაზიდვებზე ახალი, დამატებითი გადასახადები დაწესდა

BM.GE28 აპრილი, 2026, 22:41|bm.ge

ბოლო პერიოდში ლოგისტიკის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის გავლენით ნავთობზე ფასების მატებამ საზღვაო ხაზებს დამატებითი მოსაკრებლების შემოღებისკენ უბიძგა. ბიზნესი ამბობს, რომ საწვავის გაზრდილი ხარჯის გათვალისწინებით საზღვაო ხაზებმა დამატებითი გადასახადები დააწესეს, რომელიც თითოეულ კონტეინერზე საშუალოდ 150-დან 300 დოლარამდე მერყეობს.

ცვლილებები შეეხო ე.წ. „აუტპორტებსაც“, რომელთა შორის საქართველოცაა. კერძოდ, მცირე პორტებში, სადაც მიმოსვლა ფიდერული (პატარა) გემებით ხდება, დამატებითი ტარიფები უკვე ამოქმედდა.

„საზღვაო გადაზიდვის ფასი არ გაზრდილა, თუმცა სხვადასხვა სავაჭრო გზებზე დამატებითი გადასახადები შემოიღეს. ამას დაერქვა ინგლისურად Emergency Bunker Surcharge და მერყეობს დაახლოებით 100-150 დოლარის ფარგლებში. ზოგ შემთხვევაში 200-300 დოლარიც არის.

ასევე, მაგალითად, ისრაელის შემთხვევაში, რადგან საომარი მოქმედებების ზონად ითვლება, შემოღებული არის War Risk Surcharge, რათა გემები დაზღვეულ იქნეს სამხედრო მოქმედებების პერიოდში.

დღეს კიდევ რაღაც დამატებითი საწვავის გადასახადი შემოვიდა, ეს უფრო ეხება აუტპორტებს (out-ports). ამ შემთხვევაში აუტპორტი ჩვენ ვართ, პატარა პორტები, სადაც მთავარი გემებით არ ხდება მიმოსვლა და ხდება ფიდერებით, ანუ პატარა გემებით მოძრაობა. ახლა დამატებითი გადასახადი ასეთ პორტებზეც შემოიღეს, რაც დაახლოებით 100-150 დოლარის ფარგლებშია. პორტებზე არა, უფრო სავაჭრო გზებზე, სადაც არ ხდება მთავარი გემებით ოპერირება.

ფასები იგივე რჩება, მაგრამ სხვადასხვა გადასახადები შემოდის. ერთ კონტეინერზე გაზრდილი ფასი საბოლოო ჯამში საბოლოო მომხმარებელს აწვება, იმიტომ რომ ჩვენ იძულებულები ვართ პრინციპალის მიხედვით ვიმოქმედოთ“,-აცხადებს bm.ge-სთან COSCO SHIPPING LINES-ის კომერციული მენეჯერი გივი ჩაჩანიძე.

ლოგისტიკის სექტორში არსებული ვითარება მხოლოდ საზღვაო გზებით არ შემოიფარგლება. გადამზიდველების ინფორმაციით, ფასები გაზრდილია სახმელეთო ტრანსპორტირებაზეც.

„ორმხრივი წნეხია — ერთი მხრივ ზღვიდან, მეორე მხრივ ხმელეთიდან. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მომხმარებელზე აისახება, რადგან გაზრდილი ლოგისტიკური ხარჯი პირდაპირ აძვირებს პროდუქციის თვითღირებულებას. მწარმოებელსაც გაზრდილი ხარჯები ხვდება, რაც ჯაჭვურ რეაქციას იწვევს“, — აცხადებს ჩაჩანიძე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE