მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატის სპონსორი გახდა
საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატის სპონსორი გახდა

საუდის არაბეთი მსოფლიოს ჩემპიონატის სპონსორი გახდა

BM.GE16 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

საუდის არაბეთი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზეც მონაწილეობს, ტურნირის სპონსორიც გახდა. ფიფამ და საუდის არაბეთის ეროვნულმა ფონდმა პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს და PIF აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში დაგეგმილი მუნდიალის სპონსორია. შეთანხმების ფინანსური მხარე არ გახმაურებულა.ამ შეთანხმებით და მსოფლიოს ჩემპიონატის სპონსორობით საუდის არაბეთი ფიფასთან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს. ქვეყანამ, რომელსაც მეფე მოჰამედ ბინ სალმანი მართავს, მანამდე 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობის უფლება მოიპოვა და ასევე შარშან გამართული საკლუბო მუნდიალის სპონსორიც გახლდათ.ზემოთ ხსენებულ შეთანხმებას წინ უძღოდა გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის ფონდი LIV-ტურს და გოლფის სუპერვარსკვლავებს მხოლოდ ამ წლის ბოლომდე დააფინანსებდა. როგორც იცით, საუდელებმა გოლფში ბოლო წლებში მილიარდობით ინვესტიცია ჩადეს. შესაბამისად, გაჩნდა სპეკულაციები საუდელთა ფონდის სტრატეგიის შეცვლასთან დაკავშირებით. ახლა კი ირკვევა, რომ PIF მსოფლიოს მომავალი ჩემპიონატის სპონსორი ხდება.ფაქტია, რომ საუდის არაბეთის სტრატეგიაში ფეხბურთი უფრო და უფრო მნიშვნელოვან როლს იღებს. კრიტიკოსების აზრით, საუდელები ე.წ. “Sportswashing-ით” ცდილობენ თავიანთი ქვეყნის იმიჯზე ზრუნვას, რადგან მიუხედავად გარკვეული რეფორმებისა, ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები საუდის არაბეთს მაინც აკრიტიკებენ.საუდის არაბეთის ფონდი ფიფას მესამე კატეგორიის პარტნიორი გახდა. პირველი კატეგორიის პარტნიორები “ადიდასი”, “კოკა-კოლა” და "Visa" გახლავთ, 2024 წლიდან კი ასევე საუდის არაბეთის ნავთობ-კონცერნი Aramco. მეორე კატეგორიის პარტნიორები არიან კომპანიები მუნდიალის მასპინძელი ქვეყნებიდან (აშშ, კანადა, მექსიკა).

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE