მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საუდის არაბეთის მთავარ ნავთობსადენზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა
საუდის არაბეთის მთავარ ნავთობსადენზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა

საუდის არაბეთის მთავარ ნავთობსადენზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 18:47|bm.ge

საუდის არაბეთში, მედინას რეგიონში, ქვეყნის უმსხვილეს, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მაგისტრალურ ნავთობსადენზე ჰუსიტებმა იერიში მიიტანეს.

სამეფოს სახელმწიფო მედიისა და ენერგეტიკის სამინისტროს წყაროს ცნობით, თავდასხმამ ლოკალური ხანძარი გამოიწვია, რომელიც მეხანძრეებმა მალევე ჩააქრეს. აღსანიშნავია, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თავად მილსადენი კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

1,200 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოს კვეთს, ქვეყნისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტისა და ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ფონზე, ერ-რიადმა იანბუს პორტის მიმართულებით დღე-ღამეში დაახლოებით 4 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი სწორედ ამ მარშრუტით გადაამისამართა.

აღსანიშნავია, რომ ამ მაგისტრალში გატარებული მოცულობა გლობალური მიწოდების დაახლოებით 4%-ს შეადგენს.

ცნობისთვის, სწორედ ალტერნატიული დერეფნის წყალობით, მსოფლიოს უმსხვილესმა ექსპორტიორმა ის მძიმე შედეგები აიცილა თავიდან, რომლებმაც სრუტის ბლოკირების გამო მისი მეზობელი ქვეყნების ექსპორტი პარალიზებამდე მიიყვანა.

სექტემბერში ამავე მილსადენის მუშაობა დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო რამდენიმე დღით უკვე შეჩერდა. მაშინ საუდის არაბეთმა მომხდარში ერაყული შეიარაღებული დაჯგუფებები დაადანაშაულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE