
საყიდლები, საკვები... - საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურობის დანახარჯები ₾685 მლნ-მდე გაიზარდა
2026 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 685.6 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე17.6%-ით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის II კვარტალთან შედარებით 16.1%-ით გაიზარდა და 1198.7 ლარი შეადგინა. ხარჯების კატეგორიების მიხედვით, ყველაზე მეტად საყიდლებსა და საკვებსა და სასმელზე ხარჯავდნენ.
საქართველოდან II კვარტალში საზღვარგარეთ რეზიდენტი მოგზაურების 741 ათასი გასვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 3.6%-ით მეტია. ამასთან, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ 388.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0.8%-ით მეტია.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 201.1 ათასი და 112.9 ათასი ვიზიტი.
II კვარტალში საზღვარგარეთ ძირითადად - 34.9% მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით მოგზაურობდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge