მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებასტიან სავემ მარათონი სარეკორდო დროში გაირბინა
სებასტიან სავემ მარათონი სარეკორდო დროში გაირბინა

სებასტიან სავემ მარათონი სარეკორდო დროში გაირბინა

BM.GE28 აპრილი, 2026, 04:55|bm.ge

კენიელმა მორბენალმა სებასტიან სავემ ისტორია დაწერა, როცა გახდა პირველი სპორტსმენი, რომელმაც კონკურენტული მარათონი ორ საათზე ნაკლებ დროში გაირბინა და London Marathon მოიგო.სავემ მსოფლიო რეკორდი დაამყარა მან ლონდონის მარათონი 1:59:30 დროში დაასრულა.მისმა შედეგმა გააუმჯობესა წინა რეკორდი, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილ სპორტსმენ კელვინ კიპტუმს — 2:00:35, რომელიც მან Chicago Marathon-ზე დააფიქსირა.

ორ საათზე ნაკლებ დროში მარათონის გარბენა დიდი ხანია მიიჩნევა მძლეოსნობის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ბარიერად, რაც ოთხ წუთში დაახლოებით 1,6 კმ-ს ნიშნავს.კენიელმა ლეგენდამ ელიუდ კიპჩოგემ 2019 წელს უკვე შეძლო ორი საათის ზღვრის გადალახვა, თუმცა მისი შედეგი ოფიციალურ რეკორდად არ ჩაითვალა, რადგან რბოლა კონტროლირებად პირობებში ჩატარდა.სავეს მთელი რბოლის განმავლობაში კონკურენციას უწევდა ეთიოპიელი იომიფ კეჯელჩა, თუმცა ფინალურ მონაკვეთში ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. მიუხედავად ამისა, კეჯელჩამაც ორ საათზე ნაკლებ დროში 1:59:41 დაასრულა მარათონი.ამავე დღეს London Marathon-ზე ქალთა კატეგორიაშიც დაფიქსირდა ახალი მსოფლიო რეკორდი — ეთიოპიელმა ტიგსტ ასეფამ ფინიშის ხაზი 2:15:41 დროში გადაკვეთა და საკუთარი წინა წლის შედეგი გააუმჯობესა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE