მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სელფის“ ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა
„სელფის“ ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

„სელფის“ ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

BM.GE6 ივლისი, 2026, 22:22|bm.ge

„სელფიმ” ივნისშიც აქტიურად განაგრძო ქსელის განვითარება, რათა კიდევ უფრო მეტ ადგილას უზრუნველყოს სწრაფი და სტაბილური კავშირი.

ივნისში „სელფის” ქსელი 27 სადგურით გაიზარდა, მათ შორის 13 დიდი (მაკრო) საბაზო სადგური განთავსდა თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, ჭიათურაში, კახეთში, შიდა ქართლში, აჭარასა და იმერეთში. თითოეული მაკრო სადგური, ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რამდენიმე კილომეტრის რადიუსზე უზრუნველყოფს მობილურ კავშირს და ინტერნეტს, რის შედეგადაც ათასობით მომხმარებელი იღებს უფრო საიმედო მომსახურებას.

თბილისში ქსელი გაძლიერდა 14 ახალი მიკრო სადგურით, რომლებიც დაემატა: მუხიანში, დიდ დიღომში, ვარკეთილში, ლოტკინზე, ნუცუბიძეზე და წყნეთში. მიკრო სადგურები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დატვირთულ უბნებში, სადაც ერთდროულად ბევრი ადამიანი იყენებს მობილურ ინტერნეტს. მათი დახმარებით:

• ინტერნეტი უფრო სწრაფად მუშაობს პიკის საათებში • ვიდეოზარები უფრო სტაბილურია • ონლაინ კონტენტი სწრაფად იტვირთება • ქსელი უკეთ უმკლავდება ერთდროულად ბევრ მომხმარებელს

„სელფი” ყოველდღიურად განაგრძობს ქსელის განვითარებას, რათა სადაც არ უნდა იყო, გქონდეს უფრო ხარისხიანი, სწრაფი და საიმედო კავშირი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

კვოტირება არასწორად იყო, აბიტურიენტების ინტერესები არ გაითვალისწინეს - განათლების ექსპერტი

BM.GE

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მეტად/ნაკლებად ინარჩუნებენ ფასს - TOP 5

BM.GE

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

"ექსკლუზიურ კოლექციებზე მოთხოვნა გაიზარდა" - „ჰამო“ ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებას აძლიერებს

BM.GE

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

მსოფლიოს 10 უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია

BM.GE