მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სემ ოლტმენმა ილონ მასკს მე-2 სასამართლო დავა მოუგო - რას ედავებოდა ტრილიონერი ChatGPT-ს შემქმნელს
სემ ოლტმენმა ილონ მასკს მე-2 სასამართლო დავა მოუგო - რას ედავებოდა ტრილიონერი ChatGPT-ს შემქმნელს

სემ ოლტმენმა ილონ მასკს მე-2 სასამართლო დავა მოუგო - რას ედავებოდა ტრილიონერი ChatGPT-ს შემქმნელს

BM.GE16 ივნისი, 2026, 22:47|bm.ge

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ სემ ოლტმენის ტრილიონიან სტარტაპ OpenAI-ს წინააღმდეგ ილონ მასკის AI კომპანია xAI-ის სარჩელი გააუქმა.

როგორც ირკვევა, სან-ფრანცისკოს საოლქო მოსამართლე რიტა ლინმა ბრალდებული მხარის მიერ ჩეთბოტის კომერციული საიდუმლოების მითვისება არ დაადასტურა.

ცნობისთვის, სასამართლო დავა ეხებოდა xAI-ის ყოფილი უფროსი ინჟინრის, ქსუეჩენ ლის შესაძლო დანაშაულს. მასკის წარმომადგენლები OpenAI-ს ინჟინრის გადაბირებასა და ჩეთბოტ Grok-ის საწყისი კოდის მოპარვაში სდებდნენ ბრალს. მოსამართლე რიტა ლინის განმარტებით კი, კომპანია xAI-მ OpenAI-ს მიერ საიდუმლოების მითვისების ფაქტები ვერ წარმოადგინა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მიმდინარე დავის დასრულება ილონ მასკისთვის ბოლო ოთხ კვირაში უკვე მეორე სამართლებრივი მარცხია. მაისში ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ისევაც OpenAI-ს წინააღმდეგ შეტანილი $150-მილიარდიანი სარჩელი არ დააკმაყოფილეს. დასახელებულ საქმეში მასკი OpenAI-ს საქველმოქმედო მისიიდან გადახვევასა და კაპიტალის უკანონო გაზრდაში ადანაშაულებდა.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი xAI ილონ მასკის კუთვნილი კოსმოსური და ტექნოლოგიური კომპანია SpaceX-ის შემადგენელი ნაწილია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Anthropic-ს სასამართლოში უჩივლეს - რას ედავებიან AI სტარტაპს?

Anthropic-ს სასამართლოში უჩივლეს - რას ედავებიან AI სტარტაპს?

BM.GE

იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?

იტალიის მარეგულირებელმა Apple-ის წინააღმდეგ საქმეზე აღძრა - რას ეხება მოკვლევა?

BM.GE

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

კრიპტოაქტივების ღირებულება იზრდება – რა არის მიზეზი?

BM.GE

მაისში საქართველოდან $36.9 მილიონი გადაირიცხა - TOP-10

მაისში საქართველოდან $36.9 მილიონი გადაირიცხა - TOP-10

BM.GE