მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია
სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

სემეკი ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის საკითხზე სუს-თან თანამშრომლობს | დავით ნარმანია

BM.GE4 აგვისტო, 2026, 18:10|bm.ge

სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან (სუს) თანამშრომლობენ, თუმცა თავად დაკითხვაზე არ ყოფილა.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. აღნიშნული მოკვლევის ფარგლებში გვაქვს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა და შესაბამისად ჩვენგან მიეწოდებათ ყველა საჭირო ინფორმაცია", - უთხრა ჟურნალისტებს სემეკის თავმჯდომარემ.

24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო.

კერძოდ, უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობამ გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა | განკარგულება

მთავრობამ გელა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა | განკარგულება

BM.GE

NGO იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის - ირაკლი კობახიძე

NGO იქმნება ერთი ქვეყნის მეორე ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციისთვის - ირაკლი კობახიძე

BM.GE

დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს შეხვდა - რა განიხილეს საბჭოზე?

დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს შეხვდა - რა განიხილეს საბჭოზე?

BM.GE

MEGOBARI აქტიდან H.R. 7668-მდე - რა ეტაპზეა აშშ-ის კონგრესის ორი ინიციატივა საქართველოსთან დაკავშირებით

MEGOBARI აქტიდან H.R. 7668-მდე - რა ეტაპზეა აშშ-ის კონგრესის ორი ინიციატივა საქართველოსთან დაკავშირებით

BM.GE