მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს შეხვდა - რა განიხილეს საბჭოზე?
დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს შეხვდა - რა განიხილეს საბჭოზე?

დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს შეხვდა - რა განიხილეს საბჭოზე?

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 20:14|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თხილის მწარმოებლებს და ექსპორტიორებს შეხვდა.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრა თხილის მწარმოებელთა საბჭოს ფორმატში გაიმართა, სადაც სექტორში არსებული მდგომარეობა, ძირითადი გამოწვევები და დარგის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესების, ფერმერთა მხარდაჭერისა და სექტორის კონკურენტუნარიანობის გაძლიერების საკითხებზე.

როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, თხილის სექტორის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მწარმოებლებისა და ექსპორტიორების აქტიური თანამშრომლობა და არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრა.

„თხილის სექტორის გაძლიერების საფუძველი ძლიერი ფერმერია. ჩვენი მიზანია, ფერმერებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, მომსახურება და შესაძლებლობები, რაც მათ წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმები მაქსიმალურად პასუხობდეს დარგში არსებულ საჭიროებებს და ხელს უწყობდეს ფერმერების გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო აგროდაზღვევის პროგრამის მოქნილობის, რეგიონებში ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერების, რეგიონული ლაბორატორიების არსებული შესაძლებლობების გაძლიერების, ასევე თხილის გადამმუშავებელი საწარმოების სერტიფიცირების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე, რაც ქართული თხილისთვის ახალი ბაზრების ათვისებასა და საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას, მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე, ლაშა ავალიანი და სამინისტროს შესაბამისი უწყების და სამსახურების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

"დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი" - ბაღების სააგენტოს განცხადება

"დღის განმავლობაში არ გამოვლენილა ბავშვთა ავადობის არცერთი ფაქტი" - ბაღების სააგენტოს განცხადება

BM.GE

UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო

UN Tourism-ი 2027 წელს ტურიზმისა და ინოვაციების პირველ ფორუმს საქართველოში გამართავს | ეკონომიკის სამინისტრო

BM.GE

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ - რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

„განათლების სამინისტრომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც უნდა მიეღო“ - რევაზ სოხაძე 21-ე სკოლაში სწავლის პროცესის შეჩერებაზე

BM.GE