მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია
სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია

სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია

BM.GE15 ოქტომბერი, 2026, 22:30|bm.ge

2026 წლის სექტემბერში ფულადი გზავნილები წლიურად 10%-ით დოლარამდე შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 285.77 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2025 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 10%-ით (32 მლნ დოლარით) ნაკლებია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ რუსეთიდან გზავნილების აგვისტოში დაწყებული კლების ტენდენცია სექტემბერში გაგრძელდა. ჯამში რუსეთის ფედერაციიდან 7.86 მლნ დოლარი შემოვიდა, რაც 2025 წლის სექტემბერთან შედარებით 80%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსეთიდან გზავნილების ასეთი ვარდნის მიზეზი Zolotaia Korona-ს სანქცირებაა.

23 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გამოაცხადა. სანქციების ქვეშ მოხვდა Zolotaia Korona-ს ოპერატორი, ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი“ ასევე „ციფრა ბანკი“.

2026 წლის სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნახევარი ევროკავშირის ქვეყნებიდან იყო.

Top-10 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:

• აშშ - 63.39 მლნ დოლარი (ზრდა: 6%) • იტალია - 53.97 მლნ დოლარი (კლება: -0.2%) • გერმანია - 30.64 მლნ დოლარი (ზრდა: 2.8%) • საბერძნეთი - 27.57 მლნ დოლარი (ზრდა: 6.%) • ისრაელი - 26.3 მლნ დოლარი (ზრდა: 13%) • თურქეთი - 11.34 მლნ დოლარი (ზრდა: 10%) • რუსეთის ფედერაცია - 7.86 მლნ დოლარი (კლება: -80%) • ესპანეთი - 7.37 მლნ დოლარი (კლება: -4.04%) • გაერთიანებული სამეფო - 6.53 მლნ დოლარი (ზრდა: 10%) • საფრანგეთი - 5.88 მლნ დოლარი (კლება: -3.60%)

2026 8 თვის მონაცემებით, Zolotaia Korona-ს სისტემით საქართველოში ჯამში 376 მილიონი ლარი გადმოირიცხა, გასულ წელს ამ პერიოდში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 475 მილიონ დოლარამდე იყო.

TBC Capital-ის შეფასებით, რთულია ზუსტად პროგნოზირება იმის თუ როდის დაუბრუნდება რუსეთიდან ფულადი გზავნილები Zolotaya Korona-ს სანქცირებამდე არსებულ ნიშნულს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 282 სტატია.

  • უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებსფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • "თავდასხმა სრულიად უაზრო იქნება" - ნატოს მთავარსარდალი გრინკევიჩი რუსეთს აფრთხილებსრუსთავი 2
  • EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მასშტაბური პაკეტი დაამტკიცატვ პირველი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

STRAUSWERK - 7 ნოემბერს, ბერლინში თანამედროვე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

STRAUSWERK - 7 ნოემბერს, ბერლინში თანამედროვე ქართული კულტურის ფესტივალი გაიმართება

BM.GE

Apple-ის კაპიტალიზაციამ $5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

Apple-ის კაპიტალიზაციამ $5-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა

BM.GE

ვაჭრობა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა... - რაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა UAE-ს ეკონომიკის მინისტრთან?

ვაჭრობა, უძრავი ქონება, ლოგისტიკა... - რაზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა UAE-ს ეკონომიკის მინისტრთან?

BM.GE

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

როგორ შეიცვალა ნავთობის და გაზის ფასები?

BM.GE