მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში სასტუმროში განთავსება წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში - გაიაფდა | PMCG Research
სექტემბერში სასტუმროში განთავსება წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში - გაიაფდა | PMCG Research

სექტემბერში სასტუმროში განთავსება წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში - გაიაფდა | PMCG Research

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 18:43|bm.ge

სექტემბერში სასტუმროში განთავსება წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში კი გაიაფდა - ამის შესახებ PMCG Research-ის მიერ booking.com-ის მონაცემებზე დაყრდნობით გამოქვეყნებული სასტუმროს ფასების სექტემბრის ინდექსიდან ხდება ცნობილი.

PMCG Research-ის მონაცემებით, 2026 წლის სექტემბერში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 7.2%-ით შემცირდა, 2025 წლის სექტემბერთან შედარებით კი 8%-ით გაიზარდა. ოთახის საშუალო ფასი 130-დან 546 ლარამდე მერყეობდა.

განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 3-, 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ინდექსი 8.7%-ით შემცირდა, საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი 3.1%-ით. თვიურად სასტუმროში განთავსება ყველაზე მეტად გურიაში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში გაიაფდა.

„ყველაზე დიდი თვიური შემცირება გურიაში დაფიქსირდა. მას მოსდევს აჭარა (-17.9%) და სამცხე-ჯავახეთი (-10.1%). კახეთი ერთადერთი რეგიონია, სადაც ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა (+2.1%)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

წლიურად 3-, 4- და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში ინდექსი 8%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი 7.9%-ით გაიზარდა. ყველაზე დიდი წლიური ზრდა რაჭაში დაფიქსირდა. მას მოსდევს სამეგრელო-ზემო სვანეთი (+11.8%) და კახეთი (+10.6%).

ცნობისთვის, სასტუმროს ფასების ინდექსის შედეგები ეფუძნება booking.com-ზე რეგისტრირებული 568 3, 4, 5-ვარსკვლავიანი და 371 საოჯახო ტიპის სასტუმროს სტანდარტული ორადგილიანი ნომრების ფასებს საქართველოს 10 რეგიონსა და თბილისში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შვეიცარიამ რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა - აქტივები სხვა 254 სუბიექტს გაუყინა

შვეიცარიამ რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა - აქტივები სხვა 254 სუბიექტს გაუყინა

BM.GE

საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს - თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს - თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

BM.GE

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

BM.GE

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

BM.GE