მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვეიცარიამ რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა - აქტივები სხვა 254 სუბიექტს გაუყინა
შვეიცარიამ რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა - აქტივები სხვა 254 სუბიექტს გაუყინა

შვეიცარიამ რუს მილიარდერებს, ალიშერ უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს სანქციები მოუხსნა - აქტივები სხვა 254 სუბიექტს გაუყინა

BM.GE5 ნოემბერი, 2026, 19:14|bm.ge

ევროკავშირის მიერ რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვისთვის სანქციები მოხსნიდან ექვს კვირაში ანალოგიური ნაბიჯი შვეიცარიამაც გადადგა.

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, ეკონომიკის, განათლებისა და კვლევის ფედერალურმა დეპარტამენტმა სანქცირებულთა სიიდან ჯამურად ექვსი ფიზიკური პირი და ერთი კომპანია ამოიღო.

აღსანიშნავია, რომ სასანქციო სიიდან ამოღებულ პირებს შორის უსმანოვთან ერთად კიდევ ერთი რუსი მილიარდერი, მიხაილ ფრიდმანიც მოხვდა.

საყურადღებოა, რომ შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის დამტკიცების პარალელურად, აქტივები დამატებით 254 ფიზიკურ პირს, კომპანიასა და ორგანიზაციას გაუყინა.

ეს ცვლილებები ძალაში 4 ნოემბერს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე შევიდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალურ განცხადებაში კონკრეტული სახელები მითითებული არ არის, თუმცა ისინი უკრაინის საკითხზე შვეიცარიის განკარგულების განახლებულ დანართებში აისახა.

შეგახსენებთ, შვეიცარიამ რუს მილიარდერს სანქციები ევროკავშირის კვალდაკვალ, 2022 წლის 4 მარტს დაუწესა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს - თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

საწვავის გაიაფება პოპულიზმი არ არის, სხვა ქვეყნებმა აქციზის შემცირებით ეს უკვე შეძლეს - თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

BM.GE

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

BM.GE

სექტემბერში სასტუმროში განთავსება წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში - გაიაფდა | PMCG Research

სექტემბერში სასტუმროში განთავსება წლიურად გაძვირდა, თვის ჭრილში - გაიაფდა | PMCG Research

BM.GE

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?

BM.GE