მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბერში Zolotaia Korona-თი გზავნილები განულდა| რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ფული სანქცირებამდე?
სექტემბერში Zolotaia Korona-თი გზავნილები განულდა| რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ფული სანქცირებამდე?

სექტემბერში Zolotaia Korona-თი გზავნილები განულდა| რომელი ქვეყნებიდან ირიცხებოდა ფული სანქცირებამდე?

BM.GE16 ოქტომბერი, 2026, 21:45|bm.ge

ევროკავშირის სანქციების გამო სექტემბერში, Zolotaia Korona-თი საქართველოში ფულადი გზავნილების გადმორიცხვები განულებულია. 9 თვის ჯამურ მაჩვენებელს თუ შევხედავთ, წელს ქვეყანაში ამ სისტემით 376.7 მილიონი დოლარის გზავნილები გადმოირიცხა, მაშინ როდესაც გასულ წელს გზავნილების მოცულობა 536.2 მილიონი დოლარი იყო. სანქცირებული Zolotaia Korona-თი ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად თითქმის 30%-ით შემცირდა.

სექტემბერში ფულადი გზავნილები $286 მილიონამდე შემცირდა - რუსეთიდან კლება 80%-ია

უნდა აღინიშნოს, რომ თუ ივლისში ამ სისტემით 54.6 მლნ დოლარი იყო გადმორიცხული და 9.17 მლნ დოლარი გადარიცხული, აგვისტოში Zolotaia Korona-ს მეშვეობით მხოლოდ 29.2 ათასია გადმორიცხეს, გადარიცხვა კი არ მომხდარა. ეროვნული ბანკის განმარტებით, "Zolotaia Korona"-ს საშუალებით გადმორიცხული გზავნილების სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ იმ თანხის მოცულობებს, რომელიც გადმორიცხულია დასანქცირებამდე და მათი განაღდება მოგვიანებით მოხდა.

ფულადი გზავნილების გადარიცხვების სისტემების რეიტინგში, Zolotaia Korona-ს ჯერ კიდევ 4-ეულში უკავია მეოთხე ადგილი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, Zolotaia Korona-ს სისტემით გზავნილები ძირითადად რუსეთიდან ირიცხებოდა, თუმცა ქვეყნების რეიტინგში პირველ ხუთეულში დსთ-ის ქვეყნები -ყირგიზეთი, ყაზახეთი და ასევე თურქეთი არიან. წლის განმავლობაში, ჯამში ამ სისტემით 1 მილიონ დოლარზე მეტი ფულადი გზავნილი 12 ქვეყნიდან გადმოირიცხა.

Zolotaia Korona-ს სისტემით ფულადი გზავნილების გადმორიცხვების მიხედვით ქვეყნების რეიტინგი ასეთია:

• რუსეთი - $290 მილიონი; • ყირგიზეთი - $23 მილიონი; • ყაზახეთი - $17.3 მილიონი; • აზერბაიჯანი - $14.7 მილიონი; • თურქეთი - $7 მილიონი; • პოლონეთი - $5.5 მილიონი; • ბელარუსი - $4.4 მილიონი; • უზბეკეთი - $4.1 მილიონი; • სლოვაკეთი - $2.5 მილიონი; • გერმანია - $1.2 მილიონი; • იტალია - $1.1 მილიონი; • საფრანგეთი - $1.1 მილიონი

შედარებით მცირე თანხებია გადმორიცხული ლიეტუვიდან, ისრაელიდან, ლატვიიდან, ჩეხეთიდან, ესპანეთიდან, ესტონეთიდან, რუმინეთიდან, ირლანდიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, საბერძნეთიდან და ა.შ.

უნდა აღნიშნოს, რომ რუსეთიდან 2024 წლიდან შეწყდა Unistream-is, 2025 წლიდან კი Contact-ის სისტემით გადმორიცხვები.

შეგახსენებთ, 23 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა სანქციების სიაში უშუალოდ გადახდის სისტემის ოპერატორი და საანგარიშსწორებო ცენტრი ნოვოსიბირსკის „საგადახდო ცენტრი “ შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 295.17 მილიონი აშშ დოლარი (772.7 მლნ ლარი) შეადგინა. ეს მაჩვენებელი 8.2%-ით (26.4 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2025 წლის აგვისტოს ანალოგიურ მონაცემთან შედარებით. რუსეთიდან კლება კი 88%-ია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?

"ბიოგრაფი ლივინგის" "ჰისნის" მეორე ფაზის წინასწარ გაყიდვებს იწყებს - რა ეტაპზეა მშენებლობა?

BM.GE

ფაშინიანის თქმით, რუსეთს 3 თვე აქვს სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გეგმის მოსამზადებლად

ფაშინიანის თქმით, რუსეთს 3 თვე აქვს სომხეთის რკინიგზის კონკურენტუნარიანობის გეგმის მოსამზადებლად

BM.GE

"დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რა ეტაპზეა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი?

"დარჩენილია პოლიტიკური გადაწყვეტილება" - რა ეტაპზეა ფოთის პორტის გაფართოების პროექტი?

BM.GE

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა - Euromoney-ს ჯილდო

BM.GE