მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბრიდან კერძო ბაღებში ტარიფების დაახლოებით 10%-იანი ზრდა განიხილება|ასოციაცია
სექტემბრიდან კერძო ბაღებში ტარიფების დაახლოებით 10%-იანი ზრდა განიხილება|ასოციაცია

სექტემბრიდან კერძო ბაღებში ტარიფების დაახლოებით 10%-იანი ზრდა განიხილება|ასოციაცია

BM.GE26 ივნისი, 2026, 10:02|bm.ge

კერძო საბავშვო ბაღების ასოციაცია „მნათის“ აღმასრულებელი დირექტორის გიგი სისვაძის განცხადებით, სექტემბრიდან კერძო ბაღებში ტარიფების კიდევ დაახლოებით 10%-იანი ზრდა განიხილება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კერძო ბაღებზე მიმართვიანობა მაღალია, რაც, ერთი მხრივ, მომსახურების ხარისხით, ხოლო მეორე მხრივ, ალტერნატიულ სერვისებთან შედარებით არსებული არჩევანით არის განპირობებული.

"საკმაოდ ჭარბი მიმართვიანობა არის კერძო ბაღებთან მიმართებაში, ასევე ფასებიც გარკვეულწილად გაზრდილია დაახლოებით 10-დან 20%-მდე და კიდევ განვიხილავთ ფასების ზრდას. მიმართვიანობის მიზეზი არის ხარისხის მიწოდება კერძო ბაღებისგან, განსხვავებით საჯარო ბაღებისგან. აქ ჩართული არიან სპეციალისტები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, რომლებიც მაღალკვალიფიციურები არიან და შესაბამისად, ის გარემო და სტაბილურობა, რასაც კერძო ბაღი სთავაზობს, მშობლებისთვის უფრო მიმზიდველია და უსაფრთხო. ამასთან, ზოგ შემთხვევაში კერძო ბაღი უფრო ეფექტურ ალტერნატივად განიხილება, ვიდრე ძიძის აყვანა", - განაცხადა სისვაძემ.

მისი თქმით, კერძო ბაღების მომსახურების ღირებულება ამ ეტაპზე დაახლოებით 600-დან 1000 ლარამდე მერყეობს, ხოლო ფასების ზრდის ძირითადი მიზეზი გაზრდილი ხარჯებია. "10%-იან ზრდას მინიმუმ განვიხილავთ, რადგან ბაზარზე გაძვირებულია კვება, მიწოდება და მომსახურების ხარჯები. კერძო ბაღებში კვების ხარისხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სწორედ ამ კომპონენტზე დიდ რესურსს ვხარჯავთ", - აღნიშნა მან.

სისვაძემ ასევე ისაუბრა კადრების საკითხზე და აღნიშნა, რომ კერძო ბაღები კონკურენციაში არიან საჯარო სექტორთან მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის კუთხით.

"კადრების მიმართულებით გამოწვევები გვაქვს, რადგან საჯარო სექტორი ხშირად უკეთეს პირობებს სთავაზობს სპეციალისტებს. ამიტომ მუდმივად გვიწევს კონკურენციაში ყოფნა, რომ შევინარჩუნოთ მაღალი კვალიფიკაციის პერსონალი და მომსახურების ხარისხი", - განაცხადა გიგი სისვაძემ.

რაც შეეხება კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესს, მისივე თქმით, კერძო ბაღების ავტორიზაციის პროცესი ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზეა და ეტაპობრივად მიმდინარეობს სტანდარტების დანერგვა, ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დახვეწა და სასწავლო პროგრამების განვითარება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

BM.GE

„ირაოს მთავარი მიზანია, მომხმარებელს ყოველდღიურად ვუქმნიდეთ მშვიდ და დაცულ გარემოს“ - ინტერვიუ  ვახტანგ დეკანოსიძესთან

„ირაოს მთავარი მიზანია, მომხმარებელს ყოველდღიურად ვუქმნიდეთ მშვიდ და დაცულ გარემოს“ - ინტერვიუ  ვახტანგ დეკანოსიძესთან

BM.GE

"₾45-მილიონიანი კონტრაქტი ჩინეთიდან უნდა დაბრუნდეს" – რატომ უნდა შეიკეროს ფორმები საქართველოში?

"₾45-მილიონიანი კონტრაქტი ჩინეთიდან უნდა დაბრუნდეს" – რატომ უნდა შეიკეროს ფორმები საქართველოში?

BM.GE

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

BM.GE