მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 50 000-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება

BM.GE26 ივნისი, 2026, 10:45|bm.ge

ვენესუელაში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად მინიმუმ 235 ადამიანი დაიღუპა და 50 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

25 ივნისს პირველი ბიძგები ქალაქ სან-ფელიპესთან დაფიქსირდა, დაახლოებით 39 წამის შემდეგ კი მეორე მიწისძვრა მოხდა. 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ იუმარესთან განმეორდა.

სტიქიამ ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში შენობების ნგრევა გამოიწვია. ამის გამო ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კარაკასის საერთაშორისო აეროპორტი დახურა. ამასთან, ქვეყანაში სასწავლო პროცესი შეჩერდა, სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების უმეტესობამ მუშაობა დროებით შეაჩერა.

აღნიშნული სტიქიური უბედურება ბოლო საუკუნის განმავლობაში ვენესუელაში დაფიქსირებულ მიწისძვრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბრალდება წარედგინა 2 პირს, რომლებმაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთავაზებით ₾242 000 მიისაკუთრეს

ბრალდება წარედგინა 2 პირს, რომლებმაც სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეთავაზებით ₾242 000 მიისაკუთრეს

BM.GE

"პიანო ფესტის" გამო ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

"პიანო ფესტის" გამო ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება დროებით შეიზღუდება

BM.GE

ქვემო ქართლში კუსტარული საწარმო Ariel-ის, Tide-ის და Persil-ის ბრენდით სარეცხ ფხვნილებს აწარმოებდა|საგამოძიებო სამსახური

ქვემო ქართლში კუსტარული საწარმო Ariel-ის, Tide-ის და Persil-ის ბრენდით სარეცხ ფხვნილებს აწარმოებდა|საგამოძიებო სამსახური

BM.GE

სკოლის ფორმები 72%-ის პოლიესტერისგან შეიკერება - 46-მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან დაიდო

სკოლის ფორმები 72%-ის პოლიესტერისგან შეიკერება - 46-მილიონიანი კონტრაქტი ჩინურ კომპანიასთან დაიდო

BM.GE