მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბრიდან მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, ჩვენი თხოვნაა, ორი თვე მოვითმინოთ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე
სექტემბრიდან მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, ჩვენი თხოვნაა, ორი თვე მოვითმინოთ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

სექტემბრიდან მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, ჩვენი თხოვნაა, ორი თვე მოვითმინოთ - კალაძე რუსთაველის რეაბილიტაციაზე

BM.GE21 აგვისტო, 2026, 16:18|bm.ge

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები მასშტაბურია, ამიტომ სექტემბრიდან, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება, თუმცა ეს დროებითი დისკომფორტია იმისთვის, რომ მომავალში დედაქალაქს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი ჰქონდეს. ის მოქალაქეებს მოთმინებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

„სამუშაოები, რომელსაც დღეს აქ ვახორციელებთ, არის მასშტაბური და ფუნდამენტური. ჩვენ მხოლოდ ასფალტის საფარს ვცვლით, სრულად ვაახლებთ ათწლეულების მანძილზე ხელუხლებელ ამორტიზებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებს და ინფრასტრუქტურას. კარგად მესმის, რომ ამ ყველაფერს თან ახლავს სერიოზული დისკომფორტი, პირველ რიგში, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის - გადაადგილების პრობლემა, ხმაური, მტვერი, კომუნიკაციების დროებითი შეზღუდვა. ამის გამო, თითოეულ მათგანს, მინდა, ბოდიში მოვუხადო და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მოთმინებისთვის.

ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება. ამიტომ, მინდა, თითოეულ თბილისელს წინასწარ ვთხოვო მოთმინება და მიმდინარე პროცესის სწორად გაცნობიერება. ეს არ არის დისკომფორტი, რომელიც იმიტომ იქმნება, რომ ქალაქში არაფერი კეთდება. პირიქით, ეს არის დროებითი დისკომფორტი იმისთვის, რომ შემდეგ ათწლეულების განმავლობაში გვქონდეს სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, მერია მაქსიმალურად მუშაობს ალტერნატიული გადაადგილების სქემების დახვეწაზე, რათა დატვირთვა შეძლებისდაგვარად შეამციროს. ამასთან, როგორც მერმა აღნიშნა, ყველა ცვლილებისა და გადაწყვეტილების შესახებ მოქალაქეები წინასწარ იქნებიან ინფორმირებული.

„მინდა, გულწრფელად ვთქვა - ასეთი მასშტაბის პროექტის განხორციელება ისე, რომ ქალაქმა საერთოდ ვერ იგრძნოს დისკომფორტი, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენი თხოვნაა - ორი თვე ყველამ ერთად მოვითმინოთ იმისთვის, რომ მივიღოთ შედეგი, რითაც ბევრი წლის მანძილზე ყველანი ვიამაყებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქალაქის განვითარება ყოველთვის მოითხოვს ხისტ გადაწყვეტილებებს, შრომას და მოთმინებას.

„დღეს გვიწევს დროებითი დისკომფორტის ატანა, მაგრამ რამდენიმე თვეში გვექნება სრულად განახლებული რუსთაველის გამზირი, რომელიც თბილისს დაამშვენებს. ამიტომ, კიდევ ერთხელ გთხოვთ - გამოვიჩინოთ მოთმინება, ცოტა მეტი გულისხმიერება და საავტომობილო გზებზე ერთმანეთის პატივისცემა. ეს ორი თვე გაივლის, განახლებული რუსთაველი კი თბილისს დარჩება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • კახა კალაძე: მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიის დროს მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას იჩენენ და გვერდში გვიდგანან, რათა ერთად ვიზრუნოთ თბილისზეიმედი
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნორუსთავი 2
  • კალაძე იძლევა გარანტიას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შესული საწვავი რუსეთში არ გავატვ პირველი
  • კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდაფორმულა
კალაძე →რუსთაველის →

მსგავსი სტატიები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

BM.GE

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო ინკასო დაედო

"ჯორჯია მეტალის" ზესტაფონის არმატურის ქარხანას გადაუხდელი გადასახადების გამო ინკასო დაედო

BM.GE

"ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCA

"ისურვემ" 182 მომხმარებელს დარღვეული უფლებები სრულად აღუდგინა - GCCA

BM.GE

თბილისის მერია 10 სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს

თბილისის მერია 10 სექტემბრისთვის ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე მოძრაობის აღდგენას გეგმავს

BM.GE