მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა
კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა

კალაძე აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდებაზე: პროცესი კანონის სრული დაცვით განხორციელდა

ფორმულა|formulanews.ge

თბილისის ოცნების მერი კახა კალაძე დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით საწვავის გატანის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პროცესი სრულად შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და აფხაზებთან თანაცხოვრების მისაღწევად.

„ჩვენი მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია მომავალთან. ოპოზიციისგან ყოველთვის არასახელმწიფოებრივი მესიჯები გვესმის. ეს ადამიანები შეეცდებიან ხელი შეუშალონ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არიან უსამშობლოები, იმართებიან გარედან და წარმოადგენენ აგენტურას. ჩვენ კი ყოველთვის გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის — იქნება ეს სამედიცინო დახმარება, საწვავით ხელშეწყობა თუ ხალხთა შორის ურთიერთობების აღდგენა“, — განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვას, იყო თუ არა დამთხვევა ის ფაქტი, რომ საწვავის გამტანი ბიზნესმენი თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან არველაძის ძმაა, მერმა უპასუხა, რომ ეს უბრალო დამთხვევაა.

„კონკრეტულ კომპანიაზე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ყველა გადაწყვეტილება კანონის ფარგლებშია. დღეს ქვეყანაში ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია. ბიზნესზე შეტევა და ტერორი წარსულს ჩაბარდა. მთავარია, ბიზნესსექტორის ქმედებები ჯდებოდეს მოქმედ კანონმდებლობაში“, — აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აფხაზეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 126 სტატია.

  • შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი - სოხუმელი "კაცი" გვარამია "აფხაზეთი განგრენაა" ნარატივში ჩასვეს - გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც "განგრენა"რუსთავი 2
  • შაკო კუჭაშვილი: რა სასტიკია უცხოელი პატრონი და რა მძიმეა აგენტის ხვედრი-სოხუმელი „კაცი“ ნიკა გვარამია „აფხაზეთი განგრენაა“ ნარატივში ჩასვეს - გვარამია გამიზნულად ახდენს ორი კონფლიქტის ერთმანეთთან დაკავშირებას ისე, რომ აფხაზეთი წარმოჩინდეს როგორც „განგრენა“, რომლისგანაც უნდა გავთავისუფლდეთიმედი
  • აფხაზეთში შეტანილი ბენზინი ფსოუს გავლით რუსეთში გადის? - რას წერენ საწვავის დეფიციტით უკმაყოფილო ადგილობრივებიტვ პირველი
  • რუსული მედია აფხაზეთში, სოჭსა და კრასნოდარის მხარეში საწვავის დეფიციტზე წერსBM.GE
აფხაზეთის →სრულად →კალაძე →

მსგავსი სტატიები

რუსეთის ცნობით, უკრაინის შეტევას ბელგოროდსა და ასტრახანში მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ცნობით, უკრაინის შეტევას ბელგოროდსა და ასტრახანში მსხვერპლი მოჰყვა

ფორმულა

საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდა

საქართველო ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის განახლებულ სანქციებს არ შეუერთდა

ფორმულა

გურჯაანში 60 წლის მამაკაცი ძველ მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდა და გარდაიცვალა

გურჯაანში 60 წლის მამაკაცი ძველ მიწისქვეშა სათავსოში ჩავარდა და გარდაიცვალა

ფორმულა

ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ჟურნალისტი კობა ფარტენაძე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს

ფორმულა