მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სექტემბრიდან სახელმწიფო შესყიდვებში ახალი წესები ამოქმედდა
სექტემბრიდან სახელმწიფო შესყიდვებში ახალი წესები ამოქმედდა

სექტემბრიდან სახელმწიფო შესყიდვებში ახალი წესები ამოქმედდა

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 20:00|bm.ge

2026 წლის სექტემბრიდან საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში ორი სიახლე შევიდა ძალაში. აღნიშნული ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში 2026 წლის მაისში განხორციელებული რეფორმის საფუძველზე ამოქმედდა და მოიცავს დარეზერვებული შესყიდვების განხორციელების ახალ მექანიზმსა და ქვეკონტრაქტორების გამოყენების ახალ წესებს.

ცვლილებების თანახმად, ნებისმიერ შემსყიდველ ორგანიზაციას ეძლევა უფლება, შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, გამოაცხადოს „დარეზერვებული ელექტრონული ტენდერი“.

"დარეზერვებული სახელმწიფო შესყიდვების მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების სოციალური და პროფესიული ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვის დარეზერვება დასაშვებია მხოლოდ მთავრობის მიერ შესაბამისი სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სფეროებში.

აღსანიშნავია, რომ ამ რეფორმის და შესაბამისი მექანიზმის დანერგვა მრავალმილიარდიან სახელმწიფო შესყიდვებში სოციალური მიზნების გათვალისწინებასა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური და პროფესიული ჩართულობის ხელშეწყობას ემსახურება. ასევე, ახალი რეგულაციები ამოქმედდა ეკონომიკური ოპერატორების მიერ ქვეკონტრაქტორების ჩართულობის, მათი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გამოყენების, ასევე ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებლობის თაობაზეც. სიახლე მიზნად ისახავს, მცირე და საშუალო ზომის ეკონომიკური ოპერატორების პირდაპირ ჩართულობას სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათი შესაძლებლობებისა და შემდგომში გამოცდილების ჩათვლის საკითხების მოწესრიგებას, რაც თავის მხრივ აქტიურად წაახალისებს მათ შორის უფრო მეტი ქართული კომპანიის პირდაპირ ჩართვას შესყიდვების პროცესში, აღნიშნული კი თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენციის ამაღლებასა და ქვეყანაში ადგილობრივი ინდუსტრიების გაძლიერებას", - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობა UAE-დან ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმში თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობს

აჭარის მთავრობა UAE-დან ინვესტიციების მოზიდვასა და ტურიზმში თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობს

BM.GE

ლევან ჟორჟოლიანმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

ლევან ჟორჟოლიანმა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

BM.GE

„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო KIWAMI მეხუთედ მოიპოვა

„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო KIWAMI მეხუთედ მოიპოვა

BM.GE

6 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი FDI ჩინეთიდან შემოვიდა | TOP-10 ინვესტორი ქვეყანა

6 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი FDI ჩინეთიდან შემოვიდა | TOP-10 ინვესტორი ქვეყანა

BM.GE