მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას - თურქმენეთის პრეზიდენტი
სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას - თურქმენეთის პრეზიდენტი

სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას - თურქმენეთის პრეზიდენტი

BM.GE17 ივლისი, 2026, 12:30|bm.ge

თურქმენეთის პრეზიდენტის სერდარ ბერდიმუჰამედოვის განცხადებით, საქართველო და თურქმენეთი მონაწილეობენ "ტრასეკას" სატრანსპორტო დერეფანში და შეთანხმება შედგა, რომ გაგრძელდება მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე თანამშრომლობა შედგება სხვა მონაწილე მხარეებთან. მისივე თქმით, "სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას".

ამის შესახებ მან ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„სამხრეთი კავკასია ეს არის ერთ-ერთი ნაწილი კასპიის და კავკასიის ქვეყნებს შორის გამავალი მარშრუტის თვალსაზრისით და ამ კონტექსტში მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ერთობლივი სატრანსპორტო და ლოგისტიკის პორტფელი ძალიან იმედისმომცემ პროექტებს მოიცავს, როგორიც არის მაგალითად ლაპის ლაზული, იგივე ლაზურიტის დერეფანი, რომელშიც ასევე ავღანეთი შედის, აზერბაიჯანი, თურქეთი და ასევე კასპიისა და შავი ზღვის დერეფანი, რომელიც მოიცავს თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს და ასევე რუმინეთსაც.

ჩვენი ქვეყნები მონაწილეობენ ტრასეკას სატრანსპორტო დერეფანში და ჩვენ შევთანხმდით, რომ განვაგრძოთ მუშაობა ამ პროექტების ფარგლებში, როგორც ორმხრივ დონეზე, ასევე ჩვენ ვითანამშრომლებთ სხვა მონაწილე მხარეებთან. სერიოზული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რომელიც ეხება საპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებას. კასპიისა და შავი ზღვის პორტებზეა საუბარი ორმხრივი სარგებლის მისაღებად. ჩვენ გვინდა, რომ პარტნიორობა დამყარდეს ენერგეტიკის, სატელეკომუნიკაციო, ინდუსტრიის, წარმოების, ტექსტილის, სამშენებლო და კიდევ ბევრ სხვა სფეროში“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

მისივე თქმით, თურქმენი და ქართველი ხალხი ერთმანეთთან უკვე დიდი ხანია, რაც დაკავშირებულნი არიან.

„მათ ისტორიული კავშირები გააჩნიათ და ეს კავშირები უკვე ახალ კონტექსტში გადადის. შესაბამისად, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობას და ჩვენ შევთანხმდით, რომ სრულად დავუჭერთ მხარს ჩვენი ხალხის სურვილს, რომ კიდევ უფრო მეტად გაეცნონ ერთმანეთის მდიდარ კულტურას და მემკვიდრეობას, ასევე გვინდა, რომ შეიქმნას პირობები კრეატიული თანამშრომლობისთვის, სახელოვნებო სფეროში თურქმენეთსა და საქართველოს შორის.

კონტაქტების გაფართოება სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში და ასევე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით, აი ესეც მნიშვნელოვანი საკითხი არის ამ მოლაპარაკების პაკეტში, რომელსაც ხელი მოეწერა ამ ვიზიტის ფარგლებში. ეს ვიზიტი ემთხვევა იმას, რომ დიპლომატიური ურთიერთობები, როცა დამყარდა საქართველოსა და თურქმენეთს შორის, სწორედ ამის იუბილეა. მე გილოცავთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ამ თარიღს. ჩვენ ძალიან კმაყოფილნი ვართ ამ შედეგებით, რაც მიღწეული იქნა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგად და რასაც მივაღწიეთ დღეს. იმედი გვაქვს, რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს თურქმენეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობას. მე მინდა, გისურვოთ საქართველოს მეგობარ ხალხს მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს და თურქმენეთის მთავრობების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა|რა განიხილეს?

საქართველოს და თურქმენეთის მთავრობების გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა|რა განიხილეს?

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

"სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე

"სოციალურ ქსელებში შეურაცხმყოფელი პოსტები მნიშვნელოვნად შემცირდა" - მდინარაძე

BM.GE

ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ინდოელი სტუდენტები საქართველოში გადმოვიდნენ|რელოკაციის ეფექტი

ომის გამო რუსეთიდან და უკრაინიდან ინდოელი სტუდენტები საქართველოში გადმოვიდნენ|რელოკაციის ეფექტი

BM.GE