მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-ი რეგიონებში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებაზე უწყებათაშორის შეხვედრებს მართავს
სეს-ი რეგიონებში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებაზე უწყებათაშორის შეხვედრებს მართავს

სეს-ი რეგიონებში ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის განხორციელებაზე უწყებათაშორის შეხვედრებს მართავს

BM.GE5 ივნისი, 2026, 03:30|bm.ge

ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო. შეხვედრებზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისთვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები.

პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენციაა. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას, ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებასა და დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას. ამასთან, პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოფის დაავადების გავრცელების პრევენციაში, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

დანაზოგი ლარსა და დოლარში... - ირაკლი კობახიძემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო

BM.GE

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE