მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-მა დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დარღვევების გამო რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

BM.GE17 ოქტომბერი, 2026, 01:00|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარაში, კახეთსა და იმერეთში გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო რამდენიმე ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა და მეწარმეები დააჯარიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, დარღვევები სახელმწიფო კონტროლისა და მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა:

• აჭარა: ბათუმში, ფიროსმანის ქ. N4-ში მდებარე კაფე-ბარ-რესტორან „ბუხარაში“ (ი/მ ს. ი.) ინსპექტირებამ ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა დააფიქსირა. ამასთან, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე მუშაობდა. • კახეთი: სიღნაღის მუნიციპაიტეტ სოფელ ტიბაანში არაგეგმური შემოწმებისას ცხოველთა არალეგალური სასაკლაო გამოვლინდა (ი/მ „დ. ა.“). ობიექტი რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე ფუნქციონირებდა, დარღვეული იყო ვეტერინარული და სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. სეს-მა ამოიღო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი, რომელიც განადგურებას ექვემდებარება. • იმერეთი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტ სოფელ სორმონში ი/მ ლ. ჯ. რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე, უკანონოდ ახორციელებდა ფრინველის დაკვლას შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

სეს-ის ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო საწარმოო პროცესი შეუსაბამობების სრულ აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.

სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის სტანდარტები და აცხადებს, რომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს აქტიურ რეჟიმში გააგრძელებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 83 სტატია.

  • ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის პროცესებში მონაწილეობას მიიღებსფორმულა
  • ხაბეიშვილი საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვსნეტგაზეთი
  • პრემიერი: შუამავლების გარეშე თავიდან ბოლომდე აწარმოებს ყველა პროცესს საქართველოს რკინიგზა, რაც მოგვცემს დიდი თანხების დამატებით გენერირების საშუალებას, მარტო წელს, საორიენტაციოდ, 70 მილიონი ლარით გაიზრდება რკინიგზის დამატებითი შემოსავლებირუსთავი 2
  • კობახიძემ ქვეყანაში წარმართულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსაც დააკისრატვ პირველი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

NATO შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს

NATO შავ ზღვაში გემებზე დრონებით თავდასხმების გამო საგანგებო შეხვედრას გამართავს

BM.GE

ევროკავშირმა შესაძლოა ჩინურ ქიმიურ პროდუქციასა და მანქანა-დანადგარებზე შეზღუდვები დააწესოს

ევროკავშირმა შესაძლოა ჩინურ ქიმიურ პროდუქციასა და მანქანა-დანადგარებზე შეზღუდვები დააწესოს

BM.GE

„ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს - ირაკლი კობახიძე

„ასკანელი რეზორტი“ კახეთს კიდევ უფრო მეტ ტურისტულ მიზიდულობას შესძენს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

რუსეთმა ევროპული კომპანიების აქტივები დროებით მართვაში გადაიყვანა

რუსეთმა ევროპული კომპანიების აქტივები დროებით მართვაში გადაიყვანა

BM.GE