მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-მა კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 17:35|bm.ge

სურსათის ეროვნული სააგენტომ კასპში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა.

უწყების ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, არაგეგმურად შეამოწმეს ინდმეწარმე გ.მ., რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა სასაკლაო.

„მეწარმე სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა ბიზნესსაქმიანობას.

კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • მაკრონი: რუსეთის მიზანი ჩვენი დაშინება და უკრაინელების მხარდაჭერის პროცესის ჩაშლაა, თუმცა შედეგი საპირისპირო იქნება - ჩვენ ვერ დაგვაშინებენ, რადგან ვიცით, რომ უკრაინაში წყდება ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოების ბედიიმედი
  • "პოლიტიკური პროცესი ასეთია, ხან აიწევა ადამიანის რეიტინგი, ხან დაიწევა" - ირაკლი ფავლენიშვილი მერცისა და მაკრონის რეიტინგზერუსთავი 2
  • დღეს სააღმზრდელო პროცესი 40 მუნიციპალური ბაღიდან 9-ში ვერ განახლდა - ვაჟა დარჩიატვ პირველი
  • გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები იკითხებიანფორმულა
პროცესი →

მსგავსი სტატიები

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

"კომპანია საიმედო ხელშია..." - უორენ ბაფეტის გამოსამშვიდობებელი წერილი Berkshire Hathaway-ის აქციონერებს

BM.GE

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

ტოდ ბოელი და მარკ უოლტერი წილებს გაყიდიან - “ჩელსის” კონტროლი Clearlake-ს გადაეცემა

BM.GE

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

"წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს მტკვრის სანაპიროზე" - Alpha Architecture

BM.GE

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

"ყოველ წელს უკან მივდივართ მხოლოდ იმის გამო, რომ მუშა ხელი არ არის"|"ჩაი მარტვილი - სადადიანო"

BM.GE