მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია - ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ზრდა 78,458%-ია
საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია - ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ზრდა 78,458%-ია

საქართველოდან ირანში ავტოექსპორტის ბუმია - ექსპორტირებულია $119 მილიონის ღირებულების ავტომობილები, ზრდა 78,458%-ია

BM.GE19 აგვისტო, 2026, 20:34|bm.ge

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული იანვარ-ივლისის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოდან ირანის მიმართულებით უპრეცედენტო რაოდენობის - 119 მილიონი დოლარის ღირებულების 6,749 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა. შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ავტოექსპორტი მხოლოდ 7 ავტომობილს შეადგენდა, მისი ღირებულება კი 151 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად, წელს თანხობრივად ირანში ავტოექსპორტი 78,458%-ით გაიზარდა.

ამ მაჩვენებლით ირანმა პირველად საქართველოს ავტოექსპორტის რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა ყირგიზეთის და ყაზახეთის შემდეგ.

ირანში ავტოექსპორტი 2026 წლის 28 თებერვლის, ანუ აშშ-ის და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ გააქტიურდა, რის შედეგადაც ირანში ტრადიციული საზღვაო გზით ავტოიმპორტი შემცირდა, როგორც ირკვევა, აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ საქართველოდან გააქტიურებული რეექსპორტით დაბალანსდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ავტოექსპორტის მაჩვენებლები:

# ქვეყანა მლნ დოლარი ავტომობილების რაოდენობა ერთის საშუალო ფასი - ათასი დოლარი ზრდა/კლება წინა წელთან 1 ყირგიზეთი $498 13,140 $38 -34% 2 ყაზახეთი $249 16,031 $16 -42% 3 ირანი $119 6,749 $18 78458% 4 აზერბაიჯანი $106 3,153 $33 -26% 5 ტაჯიკეთი $61 3,512 $17 25% 6 სომხეთი $51 1,855 $27 63% 7 უზბეკეთი $28 1,283 $22 -4% 8 თურქმენეთი $11 779 $14 15% 9 მოლდოვა $8 573 $14 75% 10 არაბთა გაერთიანებული საამიროები $8 45 $173 24%

მთლიანობაში 2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან უცხოეთში 1.16 მილიარდი დოლარის ღირებულების 48,314 ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. წინა წელთან შედარებით ეს მოცულობა 318 მილიონი დოლარით, ანუ 21.5%-ით არის შემცირებული.

კლება ძირითადად დაკავშირებულია ყირგიზეთის; ყაზახეთის და აზერბაიჯანის ბაზრებზე ექსპორტის შემცირებასთან, რის სანაცვლოდაც საქართველოს ავტოდილერებმა გადაზიდვები ირანის მიმართულებით გააქტიურეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საქართველოდან

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევესფორმულა
  • მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევესიმედი
  • ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტია - სად მიდის საქართველოდან შეტანილი საწვავიტვ პირველი
  • სოხუმი: საქართველოდან საწვავის შემოტანას ხელი არ შევუშალეთნეტგაზეთი
საქართველოდან →ირანის →

მსგავსი სტატიები

ბათუმში ბინების რეალიზაცია შემცირდა, უცხოელთა წილი გაიზარდა

ბათუმში ბინების რეალიზაცია შემცირდა, უცხოელთა წილი გაიზარდა

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

განახლებული მობაილ ბანკი ლიბერთის მომხმარებლებისთვის

BM.GE

სეს-მა მარტვილში უნებართვო სასაკლაო დააჯარიმა და დახურა

სეს-მა მარტვილში უნებართვო სასაკლაო დააჯარიმა და დახურა

BM.GE