მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico
სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico

სეუტაში შესული 50 000 მიგრანტიდან უმრავლესობა მაროკოში დააბრუნეს - Politico

BM.GE1 აგვისტო, 2026, 04:11|bm.ge

მაროკოდან ესპანურ ექსკლავ სეუტაში შესული დაახლოებით 50 000 ადამიანიდან 48 300-ზე მეტი უკვე უკან, მაროკოში დაბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა POLITICO-ს ესპანეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

ესპანელი მაღალჩინოსნის ცნობით, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ვითარება ექსკლავში ეტაპობრივად ჩვეულ კალაპოტს უბრუნდება.

„იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც გუშინ შემოვიდნენ, უკვე უკან, მაროკოშია დაბრუნებული. ვითარება ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება,“ - აღნიშნა მან.

მთავრობის წარმომადგენლის შეფასებით, მიგრანტების უეცარი მასობრივი ნაკადი შესაძლოა უკავშირდებოდეს ესპანეთის სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ქვეყანაში მიგრანტების დაუყოვნებლივი გაძევების/დაბრუნების პროცედურების გამოყენება შეიზღუდა.

პარალელურად, განცხადება ავრცელებს ევროკომისიაც. უწყების განმარტებით, სეუტაში შესული მიგრანტების მხრიდან ევროპის კონტინენტური ნაწილისა თუ ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართულებით გადაადგილების მცდელობები ან რისკები არ დაფიქსირებულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

ვიღაცას რომ ფულის მოპარვა ნდომებოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა|კობახიძე კულტურის სამინისტროში შესაძლო კორუფციაზე

BM.GE

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

SpaceX-ი ორბიტაზე Nvidia-ს სუპერკომპიუტერებს 2027 წელს გაუშვებს

BM.GE

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

ქართველი მოგზაურები პოპულარულ ქალაქებს აღარ სჯერდებიან - Travelopedia მოთხოვნაზე

BM.GE

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

ტომ ჰოლანდი 30 წლის ასაკში კინოგაქირავების ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი გახდა

BM.GE