მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შანსი გვეძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს - კობახიძე
შანსი გვეძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს - კობახიძე

შანსი გვეძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს - კობახიძე

BM.GE29 მაისი, 2026, 01:05|bm.ge

"ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღვინის ქარხანა N1-ის ტერიტორიაზე არსებული უნიკალური საცავის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, თბილისის ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ უბანში მდებარე ისტორიული ენოთეკის სრულფასოვანი შესწავლა მომავლისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„XIX საუკუნის მიწურულს დიდი მამულიშვილისა და მეცენატის, დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით აშენებული საუფლისწულო უწყების ეს ისტორიული ღვინის სარდაფი ინდუსტრიული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია, რომელიც საუკუნეზე მეტია საიმედოდ ინახავს ჩვენს უნიკალურ საგანძურს. ეს არის ქართული მეღვინეობის ცოცხალი მატიანე. აქ დაცული 20 000-ზე მეტი საკოლექციო ბოთლიდან თითოეული საკუთარ ისტორიას ინახავს. მათ შორისაა ორ საუკუნეზე მეტი ხნის დაძველების უნიკალური ნიმუშები და XIX საუკუნის 90-იანი წლების ევროპული წესით დაყენებული პირველი საფირმო ღვინოები. აქვეა მუხრანბატონის ლეგენდარული შამპანურიც, რომელმაც ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს საერთაშორისო გამოფენებზე უმაღლესი აღიარება დაიმსახურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საგანძურის გლობალურ მასშტაბს განსაკუთრებით უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ქართული შედევრების გვერდით აქ დაცულია მსოფლიო ლიდერების პირადი პრემიალური მარაგები და საიუბილეო კოლექციები.

„ჩვენ გვეძლევა უნიკალური შანსი, ქართულმა ღვინომ მსოფლიოს უმსხვილესი სააუქციონო სახლების, წამყვანი ექსპერტებისა და კოლექციონერების ყურადღება მიიპყროს. აქ დაცული თითოეული ნიმუში ჩვენი კულტურული დიპლომატიის მძლავრი ინსტრუმენტია“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც საგანძურის გადარჩენასა და შენარჩუნებაში მიიღო მონაწილეობა და იმედი გამოთქვა, რომ ენოთეკაში დაცული ალკოჰოლური სასმელების უნიკალური კოლექციის შესწავლის შედეგად მიღწეული ახალი აღმოჩენები საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, სტატუსს კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს.

საუკუნოვანი ენოთეკის გახსნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და შატო დიკემის პრეზიდენტი პიერ ლურტონი. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE