მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შარშან არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა ₾168.7 მლრდ-მდე გაიზარდა
შარშან არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა ₾168.7 მლრდ-მდე გაიზარდა

შარშან არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობა ₾168.7 მლრდ-მდე გაიზარდა

BM.GE22 ოქტომბერი, 2026, 15:37|bm.ge

საქსტატის ინფორმაციით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2025 წლის ბოლოსათვის 168.7 მილიარდი ლარი შეადგინა (წლიური ზრდა 12%), საიდანაც 5.2% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით.

2025 წლისთვის მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა 41 მილიარდი ლარიიყო, რაც წლიურად 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

შარშან ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 8.9 მილიარდი ლარი იყო, ხოლო მათი ლიკვიდურობის წილი - 50.6%.2025 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 92.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 23.8 მილიარდ ლარს.2025 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 18 მილიარდი ლარი წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 11.2 მილიარდ ლარს შეადგენდა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2025 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 24.8 მილიარდ ლარს.

შარშან ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 13.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 2.1 მილიარდი ლარი იყო. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით 172 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 983 მილიონ ლარს შეადგენდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ

BM.GE

"რატომ არ იმუშავა დაცვის სისტემამ?" - რა კითხვებს უნდა უპასუხოს სემეკის მოკვლევამ ზაფხულის "ბლექაუთებზე"|ინტერვიუ

"რატომ არ იმუშავა დაცვის სისტემამ?" - რა კითხვებს უნდა უპასუხოს სემეკის მოკვლევამ ზაფხულის "ბლექაუთებზე"|ინტერვიუ

BM.GE

როგორი ფინანსური შედეგები აქვს General Motors-ს?

როგორი ფინანსური შედეგები აქვს General Motors-ს?

BM.GE

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით

სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით

BM.GE