მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA
შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA

შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 16:20|bm.ge

ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 596 476 037 ლარი შეადგინა, ხოლო კონცენტრაციის HHI ინდექსი 525.8-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, რომელიც „ფერის“ მიერ შპს „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შესყიდვას შეეხება.

კერძოდ, სააგენტომ „ფერის“ მიერ „ეი ენერჯის“ 25%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებული კონცენტრაცია შეაფასა და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად ცნო.

კონცენტრაციის შეფასების ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრები. ასევე, შეფასდა მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე შესაძლო ჰორიზონტალური გადაფარვა.

"ანალიზის შედეგად, დადგინდა, რომ მზის ელექტროსადგურების მშენებლობის ბაზარზე სამიზნე კომპანია ამ ეტაპზე არ ოპერირებს და მხოლოდ სამომავლო პროექტი აქვს. შესაბამისად, კონცენტრაციის შედეგად ბაზრის კონცენტრაციის HHI ინდექსის ცვლილება მოსალოდნელი არ იყო. ამასთან, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის მიმართულებას შპს „ფერის“ მიერ 2025 წელს საქართველოში გაწეული მომსახურებების საერთო მოცულობაში მცირე წილი ეკავა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააგენტომ ამ ბაზრის დეტალური შესწავლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

ამასთან, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ბაზრის მოცულობამ 2025 წელს 596 476 037 ლარი შეადგინა, ხოლო კონცენტრაციის HHI ინდექსი 525.8-ს გაუტოლდა, რაც დაბალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. შეფასების შედეგად დადგინდა, რომ კონცენტრაცია აღნიშნულ მაჩვენებელს არ ცვლის. რაც შეეხება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარს, 2025 წელს ამ მიმართულებით 286 ეკონომიკური აგენტის ჯგუფი ოპერირებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ 3 521 049 167 ლარი შეადგინა, ხოლო HHI ინდექსმა - 938.85. აღნიშნული მაჩვენებელი ბაზრის ზომიერ კონცენტრაციაზე მიუთითებს.

სააგენტოს შეფასებით, განხორციელებული კონცენტრაცია ამ მაჩვენებელზეც გავლენას არ ახდენს. ამრიგად, სააგენტოს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია შესაბამის ბაზრებზე არსებით გავლენას არ ახდენს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შედეგად “ფერი” მარნეულის მზის ელექტროსადგურის პროექტის მეწილე გახდა. როგორც BMG-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა უთხრა, მზის სადგურის სიმძლავრე 50 მეგავატი იქნება და მშენებლობა 2027 წელს დასრულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

იმედი L-მა RKENA 2026-ის ფარგლებში სტუმრებს ინტერაქციული სივრცე შესთავაზა

BM.GE

რონალდინიო Cipriani Batumi-ს პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება | ირაკლი კვერღელიძე

რონალდინიო Cipriani Batumi-ს პირველი აპარტამენტის მფლობელი გახდება | ირაკლი კვერღელიძე

BM.GE

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

BM.GE

ზუგდიდში 7 737 პირით შემცირდა სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი, გორში - 6 485 პირით, რუსთავში - 4 267 პირით…|SJC-ის მიმოხილვა

ზუგდიდში 7 737 პირით შემცირდა სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი, გორში - 6 485 პირით, რუსთავში - 4 267 პირით…|SJC-ის მიმოხილვა

BM.GE