მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ზუგდიდში 7 737 პირით შემცირდა სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი, გორში - 6 485 პირით, რუსთავში - 4 267 პირით…|SJC-ის მიმოხილვა
ზუგდიდში 7 737 პირით შემცირდა სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი, გორში - 6 485 პირით, რუსთავში - 4 267 პირით…|SJC-ის მიმოხილვა

ზუგდიდში 7 737 პირით შემცირდა სოცშემწეობის მიმღებთა რიცხვი, გორში - 6 485 პირით, რუსთავში - 4 267 პირით…|SJC-ის მიმოხილვა

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 16:04|bm.ge

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა რაოდენობის დრამატული შემცირება არაერთ პასუხგაუცემელ კითხვას აჩენს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მიმოხილვიდან ირკვევა, 2026 წლის განმავლობაში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163,111-ით შემცირდა და სექტემბრის მდგომარეობით 547,115-ს შეადგენს ანუ 9 თვეში სოციალურად დაუცველთა რიცხვი 23%-ითაა შემცირებული.

“დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველა რეგიონში შემცირდა, ზოგან დრამატულადაც კი:

• რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (-35.6%); • გურია (-30.4%); • კახეთი (-28.6%); • სამცხე-ჯავახეთი (-28.3%); • მცხეთა-მთიანეთი (-27.3%); • იმერეთი (-27.1%); • სამეგრელო-ზემო სვანეთი (-27%); • შიდა ქართლი (-26%); • აჭარის ა/რ (-21.1%); • თბილისი (-17.5%); • ქვემო ქართლი (-15.9%).

პროცენტულად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად შემცირდა ასპინძის (-44.7%), ცაგერის (-40.5%), ყვარლის (-38.5%), ონისა და ბაღდათის (-37.9%), ჩოხატაურის (-37.6%), ყაზბეგის (-36.7%), გურჯაანისა და ვანის (-35.3%) მუნიციპალიტეტებში. შემწეობის მიმღებთა ყველაზე მკვეთრი რაოდენობრივი შემცირება დაფიქსირდა ზუგდიდის (-7 737 პირი), გორის (-6 485 პირი), ბოლნისის (-4 446 პირი), რუსთავისა (-4 267 პირი) და ბათუმის (-4 174 პირი) მუნიციპალიტეტებში”, - წერია ორგანიზაციის მიმოხილვაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიაჩნიათ, რომ საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება თავისთავად ვერ ჩაითვლება სიღარიბის დაძლევის ან სოციალური პოლიტიკის ეფექტიანობის მაჩვენებლად.

“სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის შეფასებისას გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი ტოვებს დახმარების სისტემას, არამედ ის, რამდენად გაუმჯობესდა მათი მატერიალური მდგომარეობა, შეინარჩუნეს თუ არა წვდომა საბაზისო საჭიროებებზე და არსებობს თუ არა მათი ხელახალი გაღარიბების რისკი. შესაბამისად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოაქვეყნოს მონაცემები სისტემიდან გასული ოჯახების შემდგომი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ”, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ვრცლად ისაუბრა “სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა თამთა მიქელაძემ.

მისი შეფასებით, ხელისუფლების მიერ სოციალური შემწეობების მასობრივი შეწყვეტა ანტისოციალური ნაბიჯია, რომელიც მოსახლეობას რეალურად სიღარიბიდან კი არ ამოიყვანს, არამედ - მძიმე დარტყმას აყენებს.

“გაცხადებული მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სახელმწიფო არ სთავაზობს საზოგადოებას სიღარიბის დაძლევის ახალ, რეალურ მოდელებს და არსებულ მიზერულ მხარდაჭერასაც აუქმებს”, - თქვა მან.

ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ხარვეზიანია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მოქმედი მეთოდოლოგია, ხოლო საზოგადოებრივი დასაქმების გაუქმებული პროგრამა ვერ უზრუნველყოფდა ბენეფიციარების ხანგრძლივ დასაქმებასა და ეკონომიკურ გაძლიერებას.

“შესაბამისად, [სოცშემწეობის სტატისტიკის მიმღებთა] ხელოვნურად შემცირება ემსახურება მხოლოდ ხელისუფლების პროპაგანდას და არა - მოსახლეობის რეალური კეთილდღეობისა თუ სოციალური დაცულობის ზრდას”, - აღნიშნა მან.

თამთა მიქელაძეს ჯანდაცვის სამინისტროსთან სამი მთავარი კითხვა აქვს

"პირველი: ბოლო 4 წლის განმავლობაში „ქართული ოცნება“ უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდაზე ლაპარაკობს და მაინტერესებს, სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური თანასწორობისთვის რა არის ის ახალი სოციალური მექანიზმები, რომლებსაც ის ოჯახებისა და ადამიანების მხარდასაჭერად ნერგავს?

მეორე: დემოგრაფიული და სოციალური მონაცემების გამოქვეყნება და სიღრმისეული ანალიზი - ვინ იყვნენ ის ოჯახები, რომლებმაც სოციალური შემწეობა დაკარგეს? მათ შორის, როგორია მათი დევნილის თუ ეკომიგრანტის სტატუსი და ყველა ის სოციალურ-დემოგრაფიული მარკერი, რაც უკეთ დაგვანახებდა, თუ ვინ არიან ეს ადამიანები.

მესამე: საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში მყოფი ბენეფიციარების ეკონომიკური და სოციალური მხარდაჭერის პროგრამების მომავალი - რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ღარიბი მოსახლეობის დასაქმებას რეალურად შეუწყოს ხელი? არა იმ გამოგონილი პროგრამებით, რაც მანამდე არსებობდა, არამედ რეალური მხარდაჭერით, შრომის ბაზარზე მათი კომპეტენციების გაზრდითა და რეალური ჩართულობით”.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსთავის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • სასამართლო პროცესი და სამართლიანობის მოლოდინი - ამ თემაზე დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში დისკუსია გაიმართებარუსთავი 2
  • რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთოფორმულა
  • რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავარია მოხდატვ პირველი
  • რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
რუსთავის →

მსგავსი სტატიები

შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA

შარშან ჰესების მშენებლობის ბაზრის მოცულობა ₾600 მილიონამდე იყო - GCCA

BM.GE

გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი - საიდან აბრუნებენ ყველაზე მეტ ქართველს რეადმისიის მექანიზმით?

გერმანია, ირლანდია, საფრანგეთი - საიდან აბრუნებენ ყველაზე მეტ ქართველს რეადმისიის მექანიზმით?

BM.GE

"საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს" - რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?

"საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები საფრთხეს უქმნის უვიზო რეჟიმს" - რას წერია EU-ს გაფართოების ანგარიშში?

BM.GE

როგორ მართავს ქვეყნის უმსხვილესი რითეილ ქსელი ციფრულ ტრანსფორმაციას - "დეილი ჯგუფი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

როგორ მართავს ქვეყნის უმსხვილესი რითეილ ქსელი ციფრულ ტრანსფორმაციას - "დეილი ჯგუფი" Industry Talks-ის ტრანსფორმაციის პარტნიორია

BM.GE