მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შეძენილი ბილეთების ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება| Wizz Air
შეძენილი ბილეთების ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება| Wizz Air

შეძენილი ბილეთების ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება| Wizz Air

BM.GE28 მაისი, 2026, 21:39|bm.ge

"შეგიძლიათ კომფორტულად იყოთ შეძენილ ბილეთებთან დაკავშირებით - მათი ფასი არ შეიცვლება მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება", - ამის შესახებ Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ვარადი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

მისი თქმით, კომპანია ფრენების გაუქმებას არ გეგმავს და განრიგის მიხედვით იმუშავებენ.

„მოგესალმებით, მე ჯოზეფ ვარადი ვარ, Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საწვავის მიწოდება, მისი ხელმისაწვდომობა და ფასი, ზაფხულის პერიოდში ოპერირების უსაფრთხოება, ავიაბილეთების ფასები, საწვავის დამატებითი გადასახადი და სხვა.

მინდა პირდაპირ და მკაფიოდ განვაცხადო, რა მდგომარეობაა Wizz Air-ში.

ჩვენ საწვავის მიწოდების მიმართულებით 100%-ით დაცულები ვართ. ჩვენი ქსელი 200 აეროპორტს მოიცავს და დღემდე არც ერთი რეისი არ შეფერხებულა საწვავის დეფიციტის გამო.

ჩვენ აქტიურად ვმართავთ მომწოდებლებთან თანამშრომლობას, გვაქვს ალტერნატიული წყაროები და ასევე სხვადასხვა სარეზერვო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდება. თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვა, მსგავსი მოლოდინი არ გვაქვს.

შესაბამისად, შეგიძლიათ სრულიად მშვიდად დაჯავშნოთ Wizz Air-ის ბილეთები, რადგან ყველა რეისი შესრულდება გეგმის შესაბამისად.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ავიაკომპანიამ ფრენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, Wizz Air მათ შორის არ არის.

ჩვენ არ ვაუქმებთ რეისებს და არც ზაფხულის სეზონის განმავლობაში ვგეგმავთ ფრენების გაუქმებას. ვიმუშავებთ ზუსტად დაგეგმილი განრიგის მიხედვით.

სხვათაშორის, თუ ბოლო დაახლოებით 18 თვეს გადავხედავთ, Wizz Air ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ავიაკომპანია იყო რეისების შესრულების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველთვის ვასრულებდით იმას, რასაც ვპირდებოდით მომხმარებლებს, და ასე გაგრძელდება მომავალშიც, მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა.

კიდევ ერთი საკითხია საწვავის დამატებითი გადასახადი: ზოგიერთმა ავიაკომპანიამ მისი დანერგვა გადაწყვიტა, თუმცა ჩვენ ასეთ გადასახადს არ ვამატებთ.

ეს არც აქამდე გაგვიკეთებია და არც ვაპირებთ, რომ მომავალში გავაკეთოთ. არ ვფიქრობთ, რომ ეს ეფექტურია ან მომხმარებლისთვის ლოგიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

ამიტომ, შეგიძლიათ სრულიად კომფორტულად იყოთ იმ ბილეთებთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე შეძენილი გაქვთ — მათი ფასი არ შეიცვლება, მაშინაც კი, თუ ხარჯები მომავალში გაიზრდება.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ Wizz Air-ით მოგზაურობა უსაფრთხოც არის და ჭკვიანურიც.

ჩვენ ვაგრძელებთ ოპერირებას შეუფერხებლად. თქვენი რეისი შესრულდება, ხოლო ბილეთის ფასი არ შეიცვლება.

ასე რომ Let’s WIZZ, ვიფრინოთ და ვიმოგზაუროთ ერთად,” - ამბობს იგი ვიდეომიმართვაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ებოლას გავრცელების გამო, ქვეყნებმა სამოგზაურო შეზღუდვები გაამკაცრეს

ებოლას გავრცელების გამო, ქვეყნებმა სამოგზაურო შეზღუდვები გაამკაცრეს

BM.GE

CNN ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემა Perplexity-ს უჩივის

CNN ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ საძიებო სისტემა Perplexity-ს უჩივის

BM.GE

რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი

რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი

BM.GE

Gucci Alpine-ის ფორმულა 1-ის სახელწოდების სპონსორი გახდება

Gucci Alpine-ის ფორმულა 1-ის სახელწოდების სპონსორი გახდება

BM.GE