მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც დღეიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს
შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც დღეიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს

შეიქმნა ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც დღეიდან კონსოლიდირებულ ტენდერებს ჩაატარებს

BM.GE1 ივნისი, 2026, 11:08|bm.ge

2026 წლის 1 ივნისიდან საქართველოში ფუნქციონირებას იწყებს სსიპ – ცენტრალური შემსყიდველი ორგანო, რომელიც სახელმწიფო უწყებებისთვის კონსოლიდირებულ და ცენტრალიზებულ შესყიდვებს განახორციელებს. შესაბამისი წესები, ოპერირების პირობები და ბაზრის კვლევის პროცედურები საქართველოს მთავრობამ 29 მაისს მიღებული რამდენიმე დადგენილებით განსაზღვრა.

ახალი უწყება პასუხისმგებელი იქნება როგორც კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებაზე, ისე მსხვილი შესყიდვების ორგანიზებაზე. მთავრობის დადგენილების მიხედვით, ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს თანხმობის შემთხვევაში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს იმ საქონლისა და მომსახურების შესყიდვაც, რომლის სავარაუდო ღირებულება ერთ შესყიდვაში 500 ათას ლარს ან მეტს შეადგენს.

მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების თანახმად, ცენტრალური შემსყიდველი ორგანო ბაზრის კვლევას ჩაატარებს სპეციალური მოდულის გამოყენებით და დამატებითი მეთოდებით, მათ შორის პოტენციურ მიმწოდებლებთან კომუნიკაციის, წარსული შესყიდვების ანალიზისა და ღია კარის დღის ფორმატში შეხვედრების გზით. ბაზრის კვლევის მიზანი იქნება შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების, სავარაუდო ღირებულების, მიწოდების პირობებისა და ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შეფასება.

დადგენილებით ასევე განისაზღვრა საქონლისა და მომსახურების ფართო ჩამონათვალი, რომელთა შესყიდვაც კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდება. მათ შორისაა საწვავი, საკვები პროდუქტები, კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი, ფარმაცევტული პროდუქტები, სამედიცინო მოწყობილობები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებები, დაზღვევა, ბეჭდვითი და სატელევიზიო მომსახურებები.

ცენტრალიზებული შესყიდვების წესის მიხედვით, კონსოლიდირებულ ტენდერებს ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს სატენდერო კომისია ჩაატარებს. პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვის, კონკურენციის, არადისკრიმინაციული მიდგომის, პროპორციულობისა და გამჭვირვალობის პრინციპებს.

ცენტრალური შემსყიდველი ორგანოს შექმნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში გასული წლის ნოემბერში მიღებული ცვლილებებით იყო გათვალისწინებული. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, უწყების მიერ შესასყიდი საქონლისა და მომსახურების საპროგნოზო ღირებულება წლიურად დაახლოებით 2 მილიარდ ლარს შეადგენს.

მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ახალი სტრუქტურა დაკომპლექტდება მაღალი კვალიფიკაციის კადრებით და შესყიდვებს განახორციელებს როგორც კონსოლიდირებული ტენდერების, ისე ცენტრალიზებული შესყიდვების ფორმატში. ადმინისტრაციის ცნობით, რეფორმა ასევე უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ამჟამად კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში სახელმწიფო უკვე ახორციელებს ისეთი საქონლისა და მომსახურების შესყიდვას, როგორიცაა საწვავი, მობილური სატელეფონო მომსახურება, A4 ფორმატის ქაღალდი, პრინტერები, კომპიუტერული ტექნიკა, მედიკამენტები, სამედიცინო სახარჯი მასალები, კვების პროდუქტები, დაზღვევა და სხვა სტანდარტიზებული შესყიდვები. ახალი ორგანოს ამოქმედების შემდეგ ამ პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი ერთიან სისტემაში მოექცევა.

კონსოლიდირებული ტენდერები ამჟამად ისეთი საქონლისა და მომსახურების მიღების მიზნით ტარდება, რომელიც საჯარო უწყებების მიხედვით იდენტურია, მაგალითად საწვავის მიწოდების, მობილური სატელეფონო მომსახურების, A4 ქაღალდების, პრინტერების და საოფისე აღჭურვილობის ტენდერები.

არსებული მდგომარეობით, მიმდინარე კონსოლიდირებული ტენდერების ჩამონათვალი ასეთია:

ნავთობპროდუქციის (საწვავის) კონსოლიდირებული ტენდერები A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერები სხვადასხვა სახის პრინტერებისა და კარტრიჯების კონსოლიდირებული ტენდერები სტანდარტული პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერების კონსოლიდირებული ტენდერები სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირების ტენდერები ნიღბების (პირბადის) კონსოლიდირებული ტენდერი წიგნების ბეჭდვისა და ადგილზე მიწოდების კონსოლიდირებული ტენდერი სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვა მედიკამენტების კონსოლიდირებული ტენდერები სამედიცინო სახარჯი მასალების კონსოლიდირებული ტენდერები ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანების კონსოლიდირებული ტენდერები საბურავების კონსოლიდირებული ტენდერები სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერები ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი სხვადასხვა სახის კვების პროდუქტების კონსოლიდირებული ტენდერები თბილისის ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილი საკვები პროდუქტების შესყიდვა სატრანსპორტო საშუალებების აკუმულატორების კონსოლიდირებული ტენდერები სატრანსპორტო საშუალებების ძრავის ზეთებისა და ზეთის ფილტრების კონსოლიდირებული ტენდერი ვიდეოსათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერი ნაგავშემკრები კონტეინერების კონსოლიდირებული ტენდერი საფეხბურთო მოედნებისთვის განკუთვნილი საქონელი და მომსახურება არასტერილური სამედიცინო მარლა და ბახილები უწყვეტი კვების წყაროები საკონფერენციო სკამის კონსოლიდირებული ტენდერი საოფისე სავარძლის (გორგოლაჭიანი) კონსოლიდირებული ტენდერი სასკოლო მერხებისა და სკამების კონსოლიდირებული ტენდერი სხვადასხვა სახის საოფისე ავეჯი

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტს ხურავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობა "ბიზნეს ინკუბატორის" პროექტს ხურავს

BM.GE

სომხეთს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პომიდორზე გაცვლა არ შეუძლია - ეკონომიკის მინისტრი

სომხეთს სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის პომიდორზე გაცვლა არ შეუძლია - ეკონომიკის მინისტრი

BM.GE

SPAR-ი წიფნარის საჯარო სკოლის 30 მოსწავლის ყოველდღიურ კვებას დააფინანსებს

SPAR-ი წიფნარის საჯარო სკოლის 30 მოსწავლის ყოველდღიურ კვებას დააფინანსებს

BM.GE

WELT-მა მეტროპოლ ოვალი Haier-ის ახალი თაობის MRV სისტემებით უზრუნველყო

WELT-მა მეტროპოლ ოვალი Haier-ის ახალი თაობის MRV სისტემებით უზრუნველყო

BM.GE