მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს
შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

შემოსავლების სამსახური კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურებაზე Kreston Georgia-ს განცხადებას პასუხობს

BM.GE31 აგვისტო, 2026, 21:31|bm.ge

შემოსავლების სამსახური, აგვისტოში კომპანიების საგადასახადო შემოწმებების გააქტიურების შესახებ უდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის შეფასებას პასუხობს, რომელიც BM.GE-ის "საქმიანი დილის" ეთერში გავიდა.

სახელმწიფო უწყებაში, დავით პაპიაშვილის შეფასებას სიცრუეს უწოდებენ და განმარტავენ, რომ უწყება გადამხდელთა გეგმურ საგადასახადო შემოწმებას წინასწარ გაწერილი გრაფიკით ახორციელებს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება "ბიზნეს მედია საქართველოს” - bm.ge მიერ, გავრცელებულ უსაფუძვლო ბრალდებების შემცველ ინტერვიუს (აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის) და განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურში მუდმივად ხორციელდება გადამხდელთა გეგმური საგადასახადო შემოწმება, რომელიც ეყრდნობა საგადასახადო კონტროლის ღონისძიებებისთვის გადამხდელთა შერჩევას საგადასახადო რისკების ინდიკატორებზე დაფუძნებული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს შემოსავლების სამსახურის სტანდარტულ პროცედურას, რაც ითვალისწინებს გადამხდელის რისკების შესწავლას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ დავით პაპიაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ციტატა - "წელს, აგვისტოს თვეში შემოსავლების სამსახურის ძალიან გააქტიურება შეინიშნება და ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მათ შორის, ხელმძღვანელობის ცვლილებას“ არის სრული სიცრუე და მისი მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებები ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს თემის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის მცდელობას. ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საგადასახადო შემოწმებების გეგმის ფორმირება სრულად დამოუკიდებელი პროცესია და შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირების ცვლილება მის ფორმირებასა და შესაბამისად შესრულებაზე გავლენას არ ახდენს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ყოველი შემდგომი კალენდარული წლის საოპერაციო აქტივობების, მათ შორის საგადასახადო შემოწმებების, გეგმის შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება წინასწარ, მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე. დაგეგმვის პროცესი შეესაბამება მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას და ეყრდნობა სტანდარტიზებულ პროცედურებს. დამტკიცებული საოპერაციო გეგმები ხელმისაწვდომია ღია წყაროებით და ყოველწლიურად ქვეყნდება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge ყველა დაინტერესებული პირისთვის.

რაც შეეხება საგადასახადო დეკლარაციების კონტროლის პროცედურას, ის სამართალდარღვევათა ეფექტიან პრევენციას უკავშირდება და უკვე წლებია უწყებაში მოქმედებს. აღნიშნული პროცესი მხოლოდ სარეკომენდაციო/საინფორმაციო ხასიათს ატარებს და საგადასახადო ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით, ბიზნესთან პარტნიორულ თანამშრომლობას გულისხმობს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალისთვის საგადასახადო შემოწმებების მიმართულებით დაგეგმილი საოპერაციო აქტივობების მაჩვენებლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. კერძოდ, გასული წლის III კვარტალში დაგეგმილი იყო 898 საგადასახადო შემოწმების განხორციელება, ხოლო მიმდინარე წლის შესაბამისი პერიოდისათვის ანალოგიური მაჩვენებელი 960 შეადგენს.

"შესაბამისად, დავით პაპიაშვილის მხრიდან, სტატისტიკური მონაცემების შესახებ მორიგი დეზინფორმაციის გავრცელება მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებასა და დასაბუთებას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ მცდარი, დაუსაბუთებელი და ქვეყნისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

„კრესტონ ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ აგვისტოში შემოსავლების სამსახურის მხრიდან საგადასახადო შემოწმებებისა და დეკლარაციების კონტროლის მიმართულებით უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. მისი თქმით, აგვისტოში ჩვეულებრივზე მეტი საგადასახადო შემოწმება დაინიშნა და კომპანიების ნაწილმა შემოწმების პროცესში ჩართვის მომსახურებისთვის საკონსულტაციო კომპანიებს მიმართეს. დავით პაპიაშვილის განცხადებით, გაიზარდა ასევე დეკლარაციების კონტროლის მიმართულებით გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაცია. მისი თქმით, თავად პრაქტიკა, როდესაც შემოსავლების სამსახური შემოწმების დანიშვნის გარეშე მიუთითებს შესაძლო შეცდომაზე, დადებითია, თუმცა ყველა შემთხვევა ერთნაირად დასაბუთებული არ ყოფილა. აუდიტორული კომპანიის მმართველ პარტნიორს არ აქვს ინფორმაცია, კონკრეტულად რა გახდა შემოსავლების სამსახურის გააქტიურების მიზეზი. მისი ვარაუდით, ეს შესაძლოა უწყებაში ხელმძღვანელობის ცვლილებას ან შიდა მიდგომების ცვლილებას უკავშირდებოდეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაზე ისაუბრა G20-ის სამიტზე სკოტ ბესენტმა?

რაზე ისაუბრა G20-ის სამიტზე სკოტ ბესენტმა?

BM.GE

საქართველოში 159,000 ავტომობილია დაზღვეული - მოსახლეობამ ამ სერვისში ₾172 მილიონი გადაიხადა

საქართველოში 159,000 ავტომობილია დაზღვეული - მოსახლეობამ ამ სერვისში ₾172 მილიონი გადაიხადა

BM.GE

ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

ხორბალი, შაქარი, კაკაო, სიმინდი – რატომ ძვირდება ყველაფერი?

BM.GE

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE