მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
შემოსავლების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

შემოსავლების სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს

BM.GE20 აგვისტო, 2026, 23:53|bm.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, მოადგილედ ზვიად დვალი წარუდგინა.

უწყების ინფორმაციით, ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე, ზვიად დვალი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მას საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოადგილის რანგში, აუდიტის დეპარტამენტს გაუწევს კურირებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჩოკოშვილს პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ პოზიციამდე მიხეილ ჩოკოშვილი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას უწყების უფროსის მოადგილეები - ია ახალაია, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ", - წერია შემოსავლების სამსახურის პრეს-რელიზში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჩხოროწყუში სეს-მა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

ჩხოროწყუში სეს-მა აგროქიმიკატების არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

BM.GE

ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები|ზუსტი მისამართების სრული ჩამონათვალი

ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები|ზუსტი მისამართების სრული ჩამონათვალი

BM.GE

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს

რუსეთის საბაჟო სამსახური ლარსზე მგზავრთა ნაკადის ზრდის მიზეზებს განმარტავს

BM.GE

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საგზაო სამუშაოებზე ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში საგზაო სამუშაოებზე ₾150-მილიონიანი ტენდერები გამოცხადდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება

BM.GE