მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული. შედეგად საქართველოს რკინიგზა ₾24 მილიონს ზოგავს - ირაკლი კობახიძე
შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული. შედეგად საქართველოს რკინიგზა ₾24 მილიონს ზოგავს - ირაკლი კობახიძე

შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული. შედეგად საქართველოს რკინიგზა ₾24 მილიონს ზოგავს - ირაკლი კობახიძე

BM.GE5 მაისი, 2026, 15:51|bm.ge

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ერთ წელში საქართველოს რკინიგზაში 1 000 საშტატო ერთეული შემცირდა, რითაც 24 მლნ ლარი დაიზოგა.

მან ცვლილებების შედეგად მიღებულ დანაზოგზე საქართველოს რკინიგზის „ისტორიული განახლების“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და თქვა, რომ ოპტიმიზაციის ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა.

კობახიძის ინფორმაციით, შესყიდვების ოპტიმიზაციის და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე, რკინიგზაში ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მლნ ლარი.

„ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგები საქართველოს რკინიგზის გაჯანსაღების მიმართულებით. მინდა, აღვნიშნო რამდენიმე ძირითადი შედეგი, რაც გვაქვს ამ ერთი წლის მანძილზე. განხორციელდა ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, შევეხები კადრების ოპტიმიზაციას. საქართველოს რკინიგზაში შემცირდა 1 000 საშტატო ერთეული, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელი მაჩვენებელია, თუმცა ძალიან კარგად ჩანს, თუ რა ტიპის ინსტიტუციური პრობლემები იყო საქართველოს რკინიგზაში. 1 000 საშტატო ერთეულის შემცირების ფონზე გაუმჯობესდა მართვის ეფექტიანობა. ამ ყველაფრის შედეგად, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზა წლიურ ჭრილში ზოგავს 24 მლნ ლარს. ეს არის ის თანხა, რაც ჩაბრუნდება ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებაში და შესაბამისად, მოემსახურება ჩვენი ეკონომიკის განვითარებას.

ასევე იყო არასწორი პრაქტიკა, არსებობდა შუამავალი კომპანიები. 10-ზე მეტ შუამავალ კომპანიაში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდა საქართველოს რკინიგზაში და ამ ყველაფრის შედეგად, დაზოგილმა თანხებმა და დამატებითმა შემოსავალმა ჯამურად შეადგინა 18.5 მლნ ლარი. რომ ავიღოთ საკადრო ოპტიმიზაცია და პლუს აქ მიღებული დამატებითი შემოსავალი და დანაზოგი, ჯამში ეს ყველაფერი სცდება 40 მლნ ლარს.

ასევე, გვქონდა ერთჯერადი ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგი, შესყიდვების ოპტიმიზაციის ხარჯზე და საკონტრაქტო ღირებულების შემცირების ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა საქართველოს რკინიგზაში 190.4 მლნ ლარი. ბუნებრივია, ეს დანაზოგიც მოხმარდება საქართველოს რკინიგზის შემდგომ განვითარებას და მოემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზას ქვეყნის განვითარებაში განსაკუთრებული როლი აკისრია.

"ერთი წლის წინ შეიცვალა საქართველოს რკინიგზაში მთლიანად მენეჯმენტი და აქედან, საფუძველი ჩაეყარა მთელ რიგ რეფორმებს, ცვლილებებს, რომლებმაც უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგები ამ ერთი წლის განმავლობაში. ზოგადად, ხაზი უნდა გავუსვათ დაკავშირებადობის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება სხვადასხვა კუთხით. მასშტაბური ინვესტიციები ხორციელდება ჩქაროსნული მაგისტრალების განვითარებისთვის და 2030 წლისთვის უკვე პრაქტიკულად ყველა უმნიშვნელოვანესი მონაკვეთი იქნება აშენებული. აეროპორტების მიმართულებით გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. მნიშვნელოვნად ფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაძლებლობები და ასევე 2031 წელს თბილისს ექნება სრულიად ახალი, საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც შეძლებს, უმასპინძლოს წელიწადში დაახლოებით 18 მლნ მგზავრს, რაც მნიშვნელოვანია როგორც დაკავშირებადობის განვითარების, ასევე ჩვენი ტურისტული პოტენციალის უკეთ ათვისების თვალსაზრისით. გვაქვს ამბიციური გეგმა, ავაშენოთ ანაკლიის პორტი, რაც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული ობიექტი და რაც ასევე ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას. ამ ყველაფერში რკინიგზის განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ, მთავრობის განსაკუთრებული ყურადღების საგანია საქართველოს რკინიგზის განვითარებაზე ზრუნვა“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE