მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შენელდეს AI-ის განვითარება" – Anthropic, OpenAI და მასკის მოწოდება
"შენელდეს AI-ის განვითარება" – Anthropic, OpenAI და მასკის მოწოდება

"შენელდეს AI-ის განვითარება" – Anthropic, OpenAI და მასკის მოწოდება

BM.GE14 სექტემბერი, 2026, 18:40|bm.ge

"შენელდეს AI-ის განვითარება" – ასეთია ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერების ახალი პოლიტიკური სლოგანი.

ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის ლიდერის, Anthropic-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, დარიო ამოდეიმ AI მოდელების შექმნისა და განვითარების პროცესის შენელების მოწოდებით ვრცელი საჯარო ესე გამოაქვეყნა.

ამოდეის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის განვითარება უპრეცედენტო სისწრაფით მიმდინარეობს, რასაც გლობალური უსაფრთხოების კრიტიკული რისკები ახლავს თან. შექმნილი ვითარების დასარეგულირებლად ამოდეიმ სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა. ინიციატივა მოიცავს AI მოდელების შემუშავების პროცესზე დამოუკიდებელი მონიტორინგის დაწესებას, ინდუსტრიულ სტანდარტებზე შეთანხმებასა და საერთაშორისო რეგულაციების ამოქმედებას.

ამასთან, Anthropic-ის ხელმძღვანელი აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდებს, რეგულირების მექანიზმები სხვა წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებზეც გავრცელდეს და ჩინეთისთვის მაღალტექნოლოგიური ჩიპების მიყიდვა შეიზღუდოს.

Anthropic-ის დამფუძნებლის პოზიციას სექტორის სხვა წამყვანი მოთამაშეებიც იზიარებენ. კომპანია OpenAI-ს გენერალურმა დირექტორმა, სემ ოლტმენმა და xAI-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადეს, რომ დამოუკიდებელი დამკვირვებლების ჩართულობა და განვითარების ტემპის გაკონტროლება აუცილებელია, რათა AI-ის უკონტროლო განვითარება თავიდან იქნეს არიდებული.

ამასთან, ოლტმენმა განაცხადა, რომ უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, 2026 წელს OpenAI-ს საფონდო ბირჟაზე დებიუტი გაუმართლებელი იქნება, ამიტომაც სტარტაპის IPO მომავალ წლამდე უნდა გადაიდოს. სექტორში კონტროლის გამკაცრების იდეას მხარი დაუჭირეს Google DeepMind-ისა და Hugging Face-ის ხელმძღვანელებმაც.

ინდუსტრიის ექსპერტების და ლიდერების შეშფოთება AI მოდელების მიერ გამოვლენილმა არასანქცირებულმა ქმედებებმა გამოიწვია. მაგალითად, აპრილში Anthropic-მა შეაჩერა მოდელ Mythos-ის საჯარო წვდომა, ვინაიდან სისტემამ სატესტო გარემოდან დამოუკიდებლად გამოსვლა შეძლო. პარალელურად, OpenAI-მ უსაფრთხოების რისკების გამო Astra-ს მოდელის შემუშავების ნაწილი შეაფერხა, რადგან ავტონომიურმა აგენტებმა ივლისში Hugging Face-ის პლატფორმაზე არასანქცირებული კიბერშეტევა განახორციელეს.

Anthropic-ის ყოფილმა მკვლევარმა, ჯეიკობ კოქსონმა კი განაცხადა, რომ ტექნოლოგიური პროცესის შეუფერხებლად გაგრძელება კაცობრიობის არსებობას უახლოეს წლებში რეალურ საფრთხეს შეუქმნის.

აღსანიშნავია, რომ შენელების ინიციატივის მიმართ კრიტიკული პოზიცია დააფიქსირა პრეზიდენტმა ტრამპმა. ამერიკის ლიდერის განცხადებით, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული შიშები გადაჭარბებულია, ხოლო პროცესის შეფერხება აშშ-ის ლიდერობას საფრთხეს შეუქმნის და ჩინეთს უპირატესობას მიანიჭებს.

ინვესტორთა ნაწილის შეფასებით, Anthropic-სა და OpenAI-ის არა ალტრუისტული, არამედ წმინდად კაპიტალისტური ზრახვები ამოძრავებთ. კერძოდ, რეგულაციების დაწესებით მათ ისეთი საკანონმდებლო კედლის აღმართვა სურთ, რომელსაც მცირე ზომის სტარტაპები და ღია კოდის მქონე ჩინური მოდელები ვერასოდეს შეძლებენ, რაც გრძელ ვადაში AI-ბაზარზე ოლიგოპოლიის ჩამოყალიბებას გამოიწვევს, ისევე, როგორც ეს დღეს ტექნოლოგიური გიგანტების შემთხვევაშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T

აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან $695 მილიონის შემოსავალი მიიღო- G&T

BM.GE

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

BM.GE

"დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადება

"დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება|"თბილისი მოლის" განცხადება

BM.GE

20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები - თამაზ ბორაშვილი

20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ვემსახურები - თამაზ ბორაშვილი

BM.GE