მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შესაბამის ზონაში გაშენებული ვენახისთვის 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს - ლევან მეხუზლა
შესაბამის ზონაში გაშენებული ვენახისთვის 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს - ლევან მეხუზლა

შესაბამის ზონაში გაშენებული ვენახისთვის 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს - ლევან მეხუზლა

BM.GE20 ივლისი, 2026, 16:22|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ლევან მეხუზლას განცხადებით, შესაბამის ზონაში გაშენებული ვენახისთვის 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ წარმოადგენს. მის კომენტარს სააგენტო ავრცელებს, სადაც ლევან მეხუზლა 2026 წლის რთველის სამზადისისა და სახელმწიფოს მხარდამჭერი მექანიზმების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ დადგენილი დიფერენცირებული ფასები, ხარისხიანი ყურძნის მოსავლის მიღებას შეუწყობს ხელს.

„ფასების დიფერენციაცია მევენახისთვის მოტივაციაა, აწარმოოს ხარისხიანი ყურძენი. საქართველოში, თუ ვენახი შესაბამის მევენახეობის ზონაშია გაშენებული და სათანადოდ არის მოვლილი, 17%-იანი შაქრიანობის მიღწევა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. თუ ეს მაჩვენებელი ვერ მიიღწევა, მიზეზი, როგორც წესი, აგროტექნიკური მოთხოვნების დარღვევაა - ზედმეტი მორწყვა, შხამ-ქიმიკატებისა და სასუქების ჭარბი გამოყენება ან ვენახის გაშენება ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც მევენახეობისთვის არ არის რეკომენდებული, მაგალითად, ჭალაში ან მაღალმთიან ზონაში“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მოსახლეობისგან ყურძენს დიფერენცირებული ფასებით შეისყიდის. „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებადართული ყურძნის ჯიშების შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 20%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის შესყიდვის ფასი 1.30 ლარია, 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი. საფერავის ჯიშის ყურძნის შემთხვევაში, თუ შაქრიანობა 22%-ს აღემატება, ერთი კილოგრამის ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში - 0.30 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

საბაზო სცენარი ნარჩუნდება, თუმცა ძლიერდება ორმხრივად მოქმედი ფაქტორები - თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკური განახლება

BM.GE

"სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესაძლოა 2028 წლიდან შემოვიდნენ" - 'სინომი რითეილი"

"სამ ბრენდს ვესაუბრებით, რომლებიც ქართულ ბაზარზე შესაძლოა 2028 წლიდან შემოვიდნენ" - 'სინომი რითეილი"

BM.GE

ზელენსკის თქმით, უახლოეს დღეებში ტრამპის წარმომადგენლებს კიევსა და მოსკოვში ელიან

ზელენსკის თქმით, უახლოეს დღეებში ტრამპის წარმომადგენლებს კიევსა და მოსკოვში ელიან

BM.GE

"თხილის მოსავლის დაახლოებით 10%-იან კლებას ველოდებით" - ბაია სალუქვაძე

"თხილის მოსავლის დაახლოებით 10%-იან კლებას ველოდებით" - ბაია სალუქვაძე

BM.GE