მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შეზღუდვები სესხებზე, ახალი ჯარიმები და წესები - ყველა ცვლილება რომელიც დღეს ამოქმედდა
შეზღუდვები სესხებზე, ახალი ჯარიმები და წესები - ყველა ცვლილება რომელიც დღეს ამოქმედდა

შეზღუდვები სესხებზე, ახალი ჯარიმები და წესები - ყველა ცვლილება რომელიც დღეს ამოქმედდა

BM.GE1 ივლისი, 2026, 18:35|bm.ge

2026 წლის ივლისიდან, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მთელი რიგი საკანონმდებლო და ეკონომიკური ცვლილებების ამოქმედებაა დაგეგმილი. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ იმ სიახლეების ჩამონათვალს, რომლებიც ძალაში დღეიდან, 1-ელი ივლისიდან (ან თვის განმავლობაში) შედის.

შეზღუდვა უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო იზღუდება.

• დღეიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები 1 000 000 ლარამდე მოცულობის საბანკო კრედიტებს მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში (ლარში) გასცემენ. • შესაბამისად, მოქალაქეები, რომლებსაც შემოსავალი ლარში აქვთ, 1 მლნ ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში ვეღარ აიღებენ.

თბილისში შინაური ცხოველების ყოლის წესები და ჯარიმები ამოქმედდა

თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, კატებსა და ძაღლებს 4 სტატუსიდან ერთ-ერთი მიენიჭებათ: პატრონიანი, მიკედლებული, უმეთვალყურეო და უპატრონო.

• ლიმიტი ბინებში: ცხოველის მეპატრონეს ერთ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე 5-ზე მეტი ცხოველის ყოლა ეკრძალება (გარდა 6 თვემდე ასაკის ნაშიერისა), თუ ტერიტორია არ აკმაყოფილებს თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს. • რეგისტრაცია: მონაცემთა ერთიან ბაზაში ცხოველის მეპატრონედ შესაძლოა მხოლოდ 16 წელს მიღწეული პირი დარეგისტრირდეს. პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის რეგისტრაციისთვის სავალდებულოა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა.

სანქციები:

• მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დარღვევა — 500 ლარი; • საზოგადოებრივ ტრანსპორტში შინაურ ცხოველთან ერთად მგზავრობა საბლის ან ალიკაპის გარეშე (ხოლო კატისა და მცირე ძაღლის შემთხვევაში — ხელში აყვანის ან კონტეინერის გარეშე) — 150 ლარი; • შინაური ბინადარი ცხოველების შემგროვებლობა (Animal Hoarding) გამოიწვევს ცხოველების კონფისკაციას.

ჯარიმები ტბებსა და მდინარეებზე არასერტიფიცირებული კატარღებით ცურვაზე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობა სავალდებულო ხდება.

• წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 1 000 ლარით. • განმეორებითი დარღვევისას ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 1 000 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის 2 000 ლარამდე იზრდება.

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

სოფლის განვითარების სააგენტო იწყებს ახალი პროგრამის განხორციელებას, რომელიც წარმოადგენს მხარდაჭერის ერთიან მექანიზმს აგროსექტორისთვის. იგი მოიცავს როგორც პირველადი წარმოების, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების მიმართულებებს.

"აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ამოქმედებასთან დაკავშირებით, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებისა და პროექტების ფარგლებში განაცხადების მიღება შეჩერდება.

1 ივლისიდან ფერმერებისა და აგრობიზნესში ჩართული პირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება სოფლის განვითარების სააგენტოს მხოლოდ შემდეგი პროგრამები:

• "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა"; • "მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა"; • "აგროდაზღვევის პროგრამა"; • "ტექნიკური დახმარების პროგრამა"; • "ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა"; • "ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა"; • "ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა".

ასევე

20 ივლისიდან „თიბისი ბანკის“ მომსახურების პირობები იცვლება: იზრდება ტარიფები და ფილიალებიდან უცხოურ ვალუტაში შესრულებული საერთაშორისო გადარიცხვების საკომისიო. სადებეტო ბარათებიდან „თიბისის“ ბანკომატში უცხოური ვალუტის განაღდების საკომისიო იქნება 0.6% (მინიმუმ 0.6 ერთეული). ცვლილება არ შეეხება: მოსწავლის, სახელფასო, WM, Space, ბიზნეს ბარათებს და „კონცეპტის“ (360, ციფრული, პრემიუმ) და „ნაკრები 10“-ის პაკეტებს.

სამინისტროში ორი ახალი სსიპ-ი იქმნება: 20 ივლისიდან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში ამოქმედდება „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“ და „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგროსერვისების სააგენტო“.

დღეს უნდა შესულიყო ძალაში საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვა, თუმცა ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ათიათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

გერმანული Rheinmetall-ი უკრაინას ათიათასობით საარტილერიო ჭურვს მიაწვდის

BM.GE

საქართველოს მზესუმზირის იმპორტი გაუძვირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

საქართველოს მზესუმზირის იმპორტი გაუძვირდა - მთავარი მომწოდებელი რუსეთია

BM.GE

საცალო ბაზაზე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია გადავადდა

საცალო ბაზაზე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია გადავადდა

BM.GE

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი 104%-ით აითვისა

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტი 104%-ით აითვისა

BM.GE