შს მინისტრის მოადგილის პოსტზე შალვა თადუმაძე თეიმურაზ კუპატაძემ შეცვალა
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოადგილედ პოლიციის პოლკოვნიკი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა.
შსს-ს ინფორმაციით, თეიმურაზ კუპატაძე აქამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. უწყების ცნობით, მას სამინისტროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
კუპატაძემ ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
