მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს 28 მაისამდე თბილისში მოსალოდნელ სატრანსპორტო შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს
შსს 28 მაისამდე თბილისში მოსალოდნელ სატრანსპორტო შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს

შსს 28 მაისამდე თბილისში მოსალოდნელ სატრანსპორტო შეზღუდვებზე განცხადებას ავრცელებს

BM.GE24 მაისი, 2026, 17:05|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო 28 მაისამდე თბილისში მოსალოდნელ სატრანსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 27 მაისის 08:00 საათამდე საგზაო მოძრაობა შეზღუდულია რუსთაველის გამზირზე თავისუფლების მოედნის მიმართულებით, ზურაბ ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

აღნიშნულ პერიოდში რუსთაველის გამზირიდან მომავალი ავტომობილები გია ჭანტურიას ქუჩამდე შეძლებენ გადაადგილებას, საიდანაც მარცხნივ მოხვევით ჭანტურიასა და ვირსალაძის ქუჩების გავლით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხვდებიან და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

საგზაო მოძრაობა შეზღუდულია თავისუფლების მოედანსა და მიმდებარე ტერიტორიაზეც.

გარდა ამისა, 28 მაისის დღის ბოლომდე,სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, ათონელის ქუჩაზე.

სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით მშრალი ხიდის მიმართულებით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მძღოლები იმოძრავებენ ვირსალაძისა და ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.

ზვიად გამსახურდიას სახელობის მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან (რენა აბჟანდაძის ქუჩიდან) ამომსვლელ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე და შემდეგ მტკვრის ქუჩის მიმართულებით.

ამასთანავე, 28 მაისის ჩათვლით, ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, იტალიისა და ათონელის ქუჩებზე", - წერია შსს-ს განცხადებაში.

შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით (ჯოვანი სკუდიერის ქუჩის გამოყენებით), ხოლო ვირსალაძის ქუჩიდან მშრალი ხიდისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

ავარიები და დაზიანებები ყველგან ხდება, მთავარია დროული რეაგირება - კახა კალაძე სემეკის განცხადებაზე

BM.GE

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

საზოგადოებრივი ჯანმრთელობა: ინფორმაციის, რეგულაციისა და არჩევანის ბალანსი

BM.GE

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

მარნეულის სოფელ კირიხლოში აგროქიმიკატები უკანონოდ იყიდებოდა | სეს-მა ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

BM.GE

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

ავტო სესხი დისტანციურად და მარტივად — გაიცანით მიკრობანკ “კრისტალის” ახალი ციფრული პროდუქტი

BM.GE