მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-ში საგანგებო სამმართველო გააკონტროლებს შესაბამის პროცესებს - ირაკლი კობახიძე
შსს-ში საგანგებო სამმართველო გააკონტროლებს შესაბამის პროცესებს - ირაკლი კობახიძე

შსს-ში საგანგებო სამმართველო გააკონტროლებს შესაბამის პროცესებს - ირაკლი კობახიძე

BM.GE18 მაისი, 2026, 21:38|bm.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძის განცხადებით, შსს-ში შექმნილი საგანგებო სამმართველო შესაბამის პროცესებს გააკონტროლებს, ამის შესახებ მან ბაქოში ჟურნალისტებს, დღეს მამუკა მდინარაძის მიერ გაჟღერებულ სიახლესთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოების გაერთიანებისთვის ხელისუფლება სიძულვილს უნდა დაუპირისპირდეს.

„ჩვენ ვაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, ბოლო წლების მოვლენებს, როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ვხედავთ, რომ არის ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავს მოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის სამწუხაროდ. ხდება სიძულვილის დათესვა, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დათესონ საზოგადოებებში სიძულვილი. ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები. თქვენ იცით, რომ ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც სწორედ რომ სიძულვილის ენას და სიძულვილის დათესვას უპირისპირდება. თუმცა ამასთან ერთად საჭიროა, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებიც და ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებს შესაბამის პროცესებს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას სიძულვილის დათესვის ნებისმიერ მცდელობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • ბიბილაშვილი: როგორ ოპოზიციას ისურვებდა „ოცნება“, ისეთსაც, როგორიც ირაკლი კობახიძის მამა იყო გამსახურდიას დროს?ტვ პირველი
  • კობახიძე: ქალბატონ რასას, მის მეგობრებს უნდათ საქართველო ჩარჩეს პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეშიფორმულა
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ვო თჰი ან სუანს შეხვდარუსთავი 2
კობახიძე →პროცესი →

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE