მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. [შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ზრდა] არის "ოცნების" პარტაქტივისა და სანათესავოს დასაქმების დამატებითი გზა - რომან გოცირიძე
[შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ზრდა] არის "ოცნების" პარტაქტივისა და სანათესავოს დასაქმების დამატებითი გზა - რომან გოცირიძე

[შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ზრდა] არის "ოცნების" პარტაქტივისა და სანათესავოს დასაქმების დამატებითი გზა - რომან გოცირიძე

BM.GE13 მაისი, 2026, 00:36|bm.ge

"[შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ზრდა] არის "ოცნების" პარტაქტივისა და სანათესავოს დასაქმების დამატებითი გზა", - ამის შესახებ სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამით "ქართულ ოცნებას" აგრეთვე უნდა იმ დანაკლისის კომპენსირება, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაუქმებას მოჰყვება.

"სახელმწიფო სექტორში შტატგარეშეების რაოდენობა 5 პროცენტით იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი შტატის 15 პროცენტი ამ კატეგორიის მოხელეებით დაკომპლექტდება, დღემდე არსებული 10 პროცენტის ნაცვლად. ეს არის "ქართული ოცნების" პარტაქტივისა და სანათესავოს დასაქმების დამატებითი გზა. ამით აგრეთვე უნდათ იმ დანაკლისის კომპენსირება, რომელიც სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამის გაუქმებას მოჰყვება.

ეს პროგრამა წინასაარჩევნოდ “ოცნების” მომხრეების რეკრუტირების და ამომრჩეველთა მოსყიდვის ერთ-ერთი ფორმა იყო. სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით ადამიანებს აფორმებდნენ სახელმწიფო სამსახურებში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე და უხდიდნენ 200-300 ლარს თვეში. 377 მილიონი ლარი დაიხარჯა ოთხ წელიწადში. დაახლოებით 40 ათასამდე ადამიანმა გაიარა ამ პროგრამის ქვეშ. მხოლოდ 2025 წელს 113 მილიონი ლარი იქნა ბიუჯეტიდან გამოყოფილი.

2026 წელს ეს პროგრამა მილევად რეჟიმში გადაიყვანეს, მხოლოდ 22 მილიონი ლარია გათვალისწინებული, სამაგიეროდ გამოთავისუფლებული ფული დამატებითი რაოდენობის შტატგარეშეების ასაყვანად გადაისროლეს. მერე კითხულობენ, რატომ იზრდება ფასები, რატომ ხარჯავენ ერთნი ათასებს, ხოლო მილიონამდე ჩვენი მოქალაქის საშუალო პენსია 400 ლარიც არაა, თანაც ესეც განახევრებული მსყიდელობითუნარიანობით", - წერს გოცირიძე.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობა შტატგარეშე მოხელეთა ლიმიტის ამჟამად არსებული 10%-დან 15%-მდე ზრდას გეგმავს - ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, მუნიციპალიტეტებში 10%-ის ლიმიტი დარჩება, ხოლო სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში კი ლიმიტი 15%-მდე გაიზრდება. საჯარო უწყებებში 10%-ზე მეტის ოდენობით შტატგარეშე მოხელეების დასაქმება ამჟამადაც იყო შესაძლებელი, თუმცა ამას მთავრობის ადმინისტრაციის ნებართვა ესაჭიროებოდა, ახლა კი 15%-ის ლიმიტი იმოქმედებს. ეს ნიშნავს, რომ თუკი რომელიმე კონკრეტულ უწყებას განსაზღვრული აქვს 300 ადამიანის შტატი, მას დამატებით შტატგარეშედ 45 ადამიანის დასაქმება შეეძლება, ნაცვლად 30-ისა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 142 სტატია.

  • გამჭვირვალობა: "ლილო მოლის" მეწილეებმა "ქართულ ოცნებას" 3,5 მილიონი ლარი ჩაურიცხფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE