მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია" - ირაკლი კობახიძე
"შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია" - ირაკლი კობახიძე

"შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია" - ირაკლი კობახიძე

BM.GE17 ივლისი, 2026, 15:37|bm.ge

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვმასპინძლობ თურქმენეთის პრეზიდენტს, მის აღმატებულებას, ბატონ სერდარ ბერდიმუჰამედოვს. აღსანიშნავია, რომ ეს თურქმენეთის პრეზიდენტის მეორე სახელმწიფო ვიზიტია საქართველოში. პირველი ასეთი ვიზიტი 2015 წელს შედგა, როდესაც ჩვენს ქვეყანას ბატონი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი სტუმრობდა.

დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში. ჩვენ დღეს ხელი მოვაწერეთ ერთობლივ განცხადებას, ასევე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებებს და ურთიერთგაგების მემორანდუმებს, ეს დოკუმენტები ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ კავშირებს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს.

მქონდა ბატონ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრეთ საქართველო-თურქმენეთის ურთიერთობების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განვიხილეთ რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

შუა აზია საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო რეგიონია. ამ კონტექსტში ჩვენ თურქმენეთს განვიხილავთ როგორც საიმედო პარტნიორსა და ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს. ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეფუძნება მრავალწლიან მეგობრობას და ურთიერთპატივისცემას, რაც შემდგომი თანამშრომლობისთვის ძალიან მყარ საფუძველს ქმნის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს თურქმენეთის პრეზიდენტი გუშინ, 16 ივლისს ეწვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 199 სტატია.

  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვარუსთავი 2
  • რა მისიით მიდის კობახიძე გაეროში - რას ამბობენ "ოცნებაში"ტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვაიმედი
  • კობახიძე ღარიბაშვილზე: სპეკულაციებს არავითარი საფუძველი არ აქვს, მდინარაძემაც განმარტაფორმულა
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

47-მეგავატიანი "სტორი ჰესის" კასკადი ექსპლოატაციაში წელს შევა

BM.GE

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასშტაბური დარტყმებისთვის მზადება დაიწყო

BM.GE

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვს|ადვოკატი

BM.GE

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

$3.4 მლრდ-იანი Tbilisi Waterfront-ის პროექტი 2040 წლამდე უნდა დასრულდეს - Eagle Hills-მა გენგეგმა წარადგინა

BM.GE